1.ტრენინგი
1. ტრენინგის დასახელება
· ტრენინგის დასახელება:
მასწავლებლის პროფესიული
განვითარება. თვითშეფასება. კოლეგების ურთიერთშეფასება.
· ტრენინგის ჩამტარებელი
ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო).
· ტრენინგის ჩატარების
ადგილი:
ქ.რუსთავის 22-ე საჯარო
სკოლა
· ტრენინგის ხანგრძივობა
2 დღე (8 საათი).
2. მიზანი და ამოცანები
• საკუთარი პროფესიისადმი მასწავლებლის პიროვნული დამოკიდებულებების
შესახებ მსჯელობა და განხილვა;
• საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება სწავლა/სწავლების
და პროფესიული განვითარების პროცესში;
• წარმატებული სკოლის მახასიათებლების და პროფესიული განვითარების
კომპონენეტის მნიშვნელობის განხილვა;
• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და მასწავლებლის
საქმიანობის შეფასების მოდელების გაცნობა. პროფესიონალი მასწავლებლის
მახასიათებლების და კომპეტენციების განხილვა;
• საკუთარი გამოცდილების დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული
განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ გეგმებთან;
• სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული
განვითარების პროცესის გაცნობა და საკუთარ გამოცდილებასთან შედარება.
3. რეზიუმე
ტრენერი(ანა ნარიმანიძე)
ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და მოკლედ გაგვაცნო საორგანიზაციო
საკითხები, მუშაობის ფორმები და სამუშაო წესები.
ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმის
შესახებ, თუ როგორ მოვიაზრებთ
ჩვენს პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში. უმრავლესობის აზრით, მასწავლებლობა უპირველეს
ყოვლისა პროფესიაა, მერე სამსახური, მასწავლებლობა პიროვნული თვითრეალიზებაა
და მერე ვალდებულებების შესრულება სამსახურთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ
მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ღირებულებების შესახებ, სამსახურეობრივ, სკოლის
ღირებულებებზე და პროგრამულ თუ სხვა ტიპის დოკუმენტებში გაწერილ ჩვენი
განათლების ღირებულებებზე.
ტრენერმა
დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 1 – „განთლების სისტემის გაცხადებული და რეალური
ღირებულებები“. გავეცანით ინფორმაციას, შევავსეთ ცხრილი და ვუპასუხეთ
კითხვებს. 20 წთ ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ გავუზიარეთ
მოსაზრებები მეწყვილეს და შემდეგ ჯგუფს.
ტრენერმა
ჩაატარა მინი-ლექცია ზოგადი განათლების სისტემის ღირებულებებზე, რომელიც გაწერილია
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მან
გაგვაცნო ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების პრიორიტეტები და
და ის პრინციპები, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება - ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპი: შედეგზე ორიენტირება, - რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ტრენერმა გაგვახსენა ესგ-ს ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისი კომპონენტები. წავიკითხეთ ჯეკი თემბულის
“პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი”, დიმიტრი უზნაძის, ჯონ დიუის, წმ. ანტონ დიდის და წმ. იოანე ოქროპირის შეხედულებები და აზრები განათლების შესახებ. გამოვთქვით საკუთარი შეხედულებები, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის ღირებულებები, რომელიც სკოლაშია დამკვიდრებული.
და ის პრინციპები, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება - ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპი: შედეგზე ორიენტირება, - რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ტრენერმა გაგვახსენა ესგ-ს ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისი კომპონენტები. წავიკითხეთ ჯეკი თემბულის
“პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი”, დიმიტრი უზნაძის, ჯონ დიუის, წმ. ანტონ დიდის და წმ. იოანე ოქროპირის შეხედულებები და აზრები განათლების შესახებ. გამოვთქვით საკუთარი შეხედულებები, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის ღირებულებები, რომელიც სკოლაშია დამკვიდრებული.
ტრენერი
დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს წარმატებული სკოლა და როგორ გაიზომება წარმატებული
სკოლის ძირითადი მახასიათებლები. ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით.
ტრენერმა გაგვაცნო წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები, თუ
როგორი უნდა იყოს სკოლა, რა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს სკოლაში იმისთვის, რომ მან
შეძლოს თავისი უმთავრესი დანიშნულების - მოსწავლეების მაღალი მიღწევების
უზრუნველყოფა.
გავეცანით, რომ სკოლის საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: აკადემიური საქმიანობა, სასწავლო გარემო და ეფექტიანობა, რომლებიც სკოლის მთავარ მიზანს მოსწავლეების მაღალ მიღწევებს ემსახურება.
გავეცანით, რომ სკოლის საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: აკადემიური საქმიანობა, სასწავლო გარემო და ეფექტიანობა, რომლებიც სკოლის მთავარ მიზანს მოსწავლეების მაღალ მიღწევებს ემსახურება.
გავეცანით
სკოლის წარმატების განმსაზღვრელ 9 ფაქტორს (მკაფიო და ფოკუსირებული მისია,
მაღალი მოლოდინები, ეფექტიანი ხელმძღვანელობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია,
სასწავლო გეგმის, სწავლებისა და შეფასების სტანდარტებთან შესაბამისობა, სწავლისა
და სწავლების ხშირი მონიტორინგი, ფოკუსირებული პროფესიული განვითარება,
უსაფრთხო და წარმატებული სასწავლო გარემო და ოჯახისა და საზოგადოების
ჩართულობა).
ვიმსჯელეთ,
როგორი უნდა იყოს მოსწავლისა და მშობლისთვის სასურველი სკოლა და რით გამოირჩევიან
მაღალი შედეგების მქონე სკოლები ნაკლებად წარმატებული სკოლებისგან.
10 წთ-იანი
შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ რა თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ
მასწავლებელს და რა კომპტენციებს უნდა ფლობდეს. ტრენერის დახმარებთ დაფაზე
ჩამოვწერეთ ეს თვისებები და კომპეტენციები და შევადარეთ ისინი ტრენერის მიერ
მომზადებული სლაიდ-შოუს კომპეტენციის სფეროებს.
ტრენერმა
5 ჯგუფად დაგვყო და დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 2. ჯგუფური
სამუშაო 20წთ. გრძელდებოდა. განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ორმხრივი
ცხრილი და კომპეტენციების შესაბამისად განვსაზღვრეთ შესაბამისი აქტივობები. შემდეგ
კი წარმოვადგინეთ თვალსაჩინოების სახით და გავაცანით სხვა ჯგუფის
წევრებს.
ტრენერთან
ერთად ვიმსჯელეთ რა აქტივობები უნდა შეფასდეს მასწავლებლების კომპეტენციების
დასადგენად, ვინ და როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებლის აქტივობები. როგორ მოხდეს
მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, ისე რომ ხელი შეეწყოს
მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა და თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას.
შევავსეთ ცხრილი - რა შეფასდეს? ვინ შეაფასოს? როგორ შეაფასოს?
ტრენერმა ისაუბრა,
თუ როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება (ფორმალური
და არაფორმალური), აღწერა სამუშაოს შესრულების პროცესი, წარმოგვიდგინა შეფასების
ფაზები და აღნიშნა, რომ შეფასების ეფექტიანობას, მის შედეგიანობას
მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კონტექსტი და გარემო, რომელშიც იგი ხორციელდება. მანვე
დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - კომუნიკაცია, თანამშრომლობა
(კოოპერაცია) და შეფასების პრიორიტეტულობისადმი ერთგულება.
ტრენერმა გაგვაცნო
შეფასების მეთოდები (რანგირება, კითხვარი, რანგირებული სკალა, შეფასების რუბრიკა,
ინციდენტების დღიური, ხარისხის წრეები, ინტერვიუ). მასალის გადახედვის
შემდეგ ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 3. გავეცანით ცხრილში მოცემულ
ინფორმაციას, ვიმსჯელეთ შეფასების მოდელების დადებით და უარყოფით მხარეებზე და
შევავსეთ ცარიელი გრაფები. ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს და ტრენინგის სხვა მონაწილეებს. გამოვთქვით საკუთარი მოსაზრებები შეფასების მოდელების შესახებ. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა შეფასების მოდელი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის კომპლექსური შეფასებისას.
შევავსეთ ცარიელი გრაფები. ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს და ტრენინგის სხვა მონაწილეებს. გამოვთქვით საკუთარი მოსაზრებები შეფასების მოდელების შესახებ. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა შეფასების მოდელი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის კომპლექსური შეფასებისას.
ამის
შემდეგ ტრენერმა შეაჯამა განვლილი დღე.
II დღეს ტრენერმა მისალმების შემდეგ ოთხ
ჯგუფად დაგვყო მსმენელები და I-II ჯგუფს დაავალა დაეწერათ, თუ როგორ
წარმოუდგენიათ პროფესიული განვითარების პროცესი სკოლის ბაზაზე, ხოლო III-IV ჯგუფს
კი - მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა.ჯგუფებმა
დავალებები მზისებრი დიაგრამების სახით საპრეზენტაციოდ მოვამზადეთ და
წარმოვადგინეს ნამუშევრები.
ტრენერი გვესაუბრა,თუ
როგორ უნდა შეეწყოს ხელი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, მან
ყურადღება გაამახვილა იმ კვლევებზე, რაც ადასტურებს, რომ სკოლის დონეზე მიღებულ
გადაწყვეტილებებს გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს მოსწავლეების შედეგებზე, ვიდრე
მასწავლებლის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ ის მორგებულია მასწავლებლის
კონკრეტულ საჭიროებებს და შეესაბამება მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა და
ამოცანებს და პროფესიული განვითარების ისეთი ღონისძიებებია ეფექტიანი,
რომლებიც უშუალოდ სკოლაში ხორციელდება და მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის
შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ტრენერმა გაგვაცნო
პროფესიული განვითარების პროგრამების ეფექტიანობის პრინციპები, სკოლის ბაზაზე
არსებული პროფესიული განვითარების ფორმები, პროფესიული განვითარების პროცესის
ელემენტები (საჭიროებების კვლევა, აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ეფექტის
შეფასება) და პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის ელემენტები
(ტრენინგი, მენტორინგი, როტაცია, სიმულაცია, პროფესიული განვითარების სიმულაცია).
ტრენერი
გვესაუბრა, რომ პროფესიული განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობას სამი
კრიტერიუმით აფასებენ. კერძოდ, განხორციელებული აქტივობის ეფექტიანობის შეფასება
მსმენელის მიერ, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის შეფასება, მსმენელის მიერ
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
ტრენერმა
გამოგვკითხა, თუ როგორ წარმოგვიდგენია თანამშრომლობის პრინციპები კოლეგებს შორის
და რა თვისებები უნდა ჰქონდეს პედაგოგს, რომ წარმატებით მოახერხოს
ურთიერთთანამშრომლობა. ვიმსჯელეთ ამ თემაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
კოლეგებთან თანამშრომლობა პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ვიმსჯელეთ
რეალური თანამშრომლობის 4 ძირითად ელემენტზე.
ტრენერმა
დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 4. გავეცანით ინფორმაციას, ვუპასუხეთ კითხვებს.
ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად, და შემდეგ გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს.
ტრენერი
გვესაუბრა კოლეგების გამოცდილების გაზიარების ახალ ფორმაზე, როგორიცაა
“კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი , რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკვირვების
მოდელს და სამი ეტაპისაგან შედგება (დაკვირვების წინა შეხვედრა, გაკვეთილზე
დასწრება, გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა). აგრეთვე გავეცანით დაკვირვების
სხვადასხვა ფორმებს (აღწერითი დაკვირვება, ფოკუსირებული დაკვირვება, გუნდური
მუშაობა, ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში), თვითდაკვირვება).
გავეცანით და განვიხილეთ პროფესიული განვითარების
სქემა. ჯგუფური მუშაობის ფორმატში დავამუშავეთ სამუშაო ფურცელი 5.
განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ცხრილი და კომპეტენციების და აქტივობების
შესაბამისად განვსაზღვრეთ რისი შეფასება უნდა მოხდეს. აქტივობების ჩამონათვალი
დავახარისხეთ ცხრილში: პირველი კატეგორიის აქტივობები, ექსპერტი მასწავლებლის აქტივობები.
4. ტრენინგის მნიშვნელოვნების
დასაბუთება
ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან
მისი საშუალებით გავეცანი ბევრ საინტერესო მასალას.
ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს აუცილებლად
გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და ჩემს
პროფესიულ საქმიანობაში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო ადმინისტრაციასთან,
მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან აღნიშნულ თემაზე და ვეცდები მისი
გამოყენებით ჩემი როლი შევიტანო წარმატებული სკოლის დამკვიდრებაში. ამავე დროს
ვიმუშავებ, რომ გავაძლიერო და გავამყარო საკუთარი პროფესიული
განვითარება.რასაკვერველია,
კოლეგებსაც შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას
ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მათ კარიერულ
ზრდაზე.
ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ,ანა ნარიმანიძემ ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა , რაც მომავალში დამეხმარება დამოუკიდებლად განვამტკიცო ტრენინგზე ნასწავლი მასალა.
სსიპ ქ.რისთავის 22-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
მანანა მამაიაშვილი
რიცხვი 14.11. 2013
2. ტრენინგი
ტრენინგის
დასახელება-- ტრენინგი დაწყებითი
საფეხურის მასწავლებელთათვის
ტრენინგის
ხანგრძლივობა --სულ 20სთ.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ტრენერი--მეგი
კუთხაშვილი(577 33 47 27)
ჩატარების თარიღი-30.05.2014-02.06.2014
ჩატარების ადგილი--ქ.რუსთავის
მე-4 საჯარო სკოლა
ტრენინგის მიზნები:
ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს გააანალიზონ, თუ რა უნარებს ავითარებს დაწყებით საფეხურზე ძირითადი აკადემიური საგნები; დააკავშირონ
საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები სწავლების მეთოდებთან და
კონკრეტულ აქტივობებთან. გაეცნონ დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ
თავისებურებებსა და ძირითად პედაგოგიურ რეკომენდაციებს; კითხვისა და წერის
სწავლების ძირითად მეთოდებსა და მიდგომებს. გაანალიზონ შეფასების ტიპები. გაეცნონ
არგუმენტირებული ესეს დაწერის სპეციფიკასა და მისი შეფასების კრიტერიუმებს.ასევე,მიმოიხილონ
კითხვის პროცესში არსებული სირთულეები,მათი დაძლევის გზები.
რეზიუმე:
I დღე
ტრენინგის დასაწყისში
ტრენერმა და მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი.ქალბატონმა მეგიმ წარმოადგინა სამუშაო პროგრამა, გაგვაცნო
ტრენინგის მიზანი, კონკრეტული ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები.
პირველი საკითხი,
რომელიც დეტალურად განვიხილეთ, იყო
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, კერძოდ: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში; დაწყებითი
საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
პროფესიული უნარ-ჩვევები ბუნებისმეტყველებაში;
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული
უნარ-ჩვევები მათემატიკაში.
გავაცნობიერეთ, რატომ
უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის კომპეტენცია სტანდარტის მოთხოვნებს. დაწვრილებით
ისაუბრა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე,შემეცნებით
განვითარება-აღქმაზე,ყურადღება-მეტყველებაზე.
შევასრულეთ სამუშაო
ფურცელი 3,ხოლო მეორე დღისთვის საშინაო დავალებად-სამუშაო ფურცელი 6.(მოთხრობა
,,მელია და ბატების ” მიხედვით შევადგინეთ გმირის რუკა,გამოვიყენეთ ბლუმის
ტაქსონომია.)
II დღე
ტრენინგის მეორე
დღეს,განვიხილეთ და გავაანალიზეთ საშინაო დავალებები.ტრენერმა გაგვაცნო კითხვის
სწავლების ძირითადი მოდელები,მიდგომები და მეთოდები. დაწვრილებით განვიხილეთ ვერბალური მეთოდები (მინი ლექცია, დისკუსია,
გონებრივი იერიში), როდის გამოიყენება თითოეული მათგანი; რა ფუნქციებს ასრულებენ.
კონკრეტულად ჩამოვაყალიბეთ აღნიშნული მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა უნარებს ავითარებს
თითოეული მათგანი.
ვისაუბრეთ აღმავალ და დაღმავალ
მოდელებზე, ფონეტიკური და მთლიანი ენის მიდგომებზე, ასევე დაბალანსებული სწავლების
მეთოდებზე.შევეხეთ ჰოლისტიკური მიდგომის
3 მეთოდს.ქალბატონმა მეგიმ ისაუბრა კითხვის მოქნილობის,წაკითხულის
გააზრების მნიშვნელობაზე.დავასახელეთ ეფექტური აქტივობები.გავიხსენეთ კითხვის
მეთოდები. ბოლოს კი შევასრულეთ წერის პრაქტიკული აქტივობები.ვიმუშავეთ ჯგუფებში.
III დღე
ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ წერის
სხვადასხვა მეთოდზე და აღვნიშნეთ თითოეული მათგანის ეფექტურობა.
მიმოვიხილეთ კითხვის პროცესში არსებული
სირთულეები და მათი დაძლევის გზები.
გავეცანით წერის ეტაპებსა და მეთოდებს.
შემდეგ დავიყავით ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი მუშაობდა სავარჯიშოთა კრებულში.
ქალბატონმა მეგიმ დაწვრილებით აგვიხსნა ესსეს წერის სპეციფიკა და მისი შეფასების
კრიტერიუმები.შემდეგი დღისათვის საშინაო
დავალებად მოგვცა- ესსე.
IV დღე
ტრენინგის დასწყისში განვიხილეთ
ესსეები,ვისაუბრეთ და ჯგუფის წევრებმა წინასწარ
შედგენილი კრიტერიუმების საშუალებით ერთმანეთის ნაშრომები შევაფასეთ. გავაკეთეთ
წინა დღის რეფლექსია,შემდეგ კი გავაანალიზეთ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა
ტიპიური შეცდომები. განვიხილეთ
შეფასების სისტემა- შეფასების
მიზანი, პრინციპები და მიდგომები.
კონკრეტული დავალებებისათვის შევიმუშავეთ
შეფასების კრიტერიუმები, ვივარჯიშეთ ეფექტური კომენტარის შექმნაზე და
მივუსადაგეთ კონკრეტულ აქტივობას, შემდეგ ვიმუშავეთ ტესტის გააზრებაზე.
ტრენინგის ბოლოს,
გავაანალიზეთ სავარჯიშოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და
ბუნებისმეტყველებაში.ასევე,შევასრულეთ პრეტესტი.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება
ტრენინგზე
განხილული ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა,რომ
გამოცდა ჩაბარებული მაქვს,ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია შევიძინერაც
გამომადგება პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის.
ტრენინგზე
მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ
მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩემთვისაც
და მოსწავლეებისთვისაც. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ცოდნა ამ
საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა. დავრწმუნდი მათი გამოყენებისა
და გათვალისწინების აუცილებლობა-საჭიროებაში.
ეს მოდელი მომცემს შესაძლებლობას, გადავხედო,
თავიდან გავაკეთო, შევასწორო, თავიდან ჩამოვაყალიბო, გადავაფასო ჩემი პრაქტიკული
საქმიანობა. მე შეძლებისდაგვარად დავეხმარები კოლეგებს, გახდნენ ინფორმაციისა და
სწავლის მაძიებელნი, პრობლემის გადამჭრელნი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარნი. ტრენინგზე კოლეგებთან ცალკეული პრობლემის განხილვა
შთამბეჭდავი და საიტერესო იყო.
უღრმესი მადლობა მასწავლებელთა
სახლსა და ქალბატონ მეგი კუთხაშვილს!
ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგი
მანანა მამაიაშვილი
10.06.2014
3.ტრენინგი
ტრენინგის
დასახელება-- ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ტრენინგის
ხანგრძლივობა --სულ 25სთ.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ტრენერი-- შორენა
მიქაბერიძე (577975795)
ჩატარების თარიღი-08.05.2014-03.06.2014
ჩატარების ადგილი--ქ.რუსთავის
23-ე საჯარო სკოლა
ტრენინგის მიზნები:
- შებრუნებული საკლასო ოთახი;
- edmodo.com - საიტზე დარეგისტრირება და ტესტების დამზადების გაცნობა;
- Movie maker - ში საგაკვეთილო რესურსის შექმნა;
- ელექტრონულ წიგნებზე ხმის დადება;
რეზიუმე:
ტრენინგზე გავიგეთ შებრუნებული
საკლასო ოთახის მეთოდი და გაკვეთილის ჩატარების წესები; ვისწავლე ელექტროწიგნისა
და
ვიდეოგაკვეთილის
შექმნა,ელექტრონულ წიგნებზე ხმის დადება; გავიგე
სხვადასხვა საიტების შესახებ, რომელსაც გამოვიყენებ რესურსების მოსაძიებლად(photopeach.com, .toondoo.com,powtoon.com);
ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო: მოვისმინეთ
და ვუყურეთ საინტერესო ადამიანების ვიდეოს;შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით
გაკვეთილის ჩასატარებლად Movie maker - ში შევმენი საგაკვეთილო რესურსი და დავწერე
გაკვეთილის შესაბამისი გეგმა. edmodo.com - საიტზე შევქმენი ტესტი.
მიღებულ ცოდნას
გამოვიყენებ
პრაქტიკაში.
ტრენინგი მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ,
ტრენერი თეორიულ მასალას გვაწვდიდა ძალიან აქტიურად, შევისწავლეთ ბუკის ყველა
ფუნქცია, ტრეტინგი ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს,დამეხმარება საგაკვეთილო
პროცესის უკეთ წარმართვაში.
ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის
პედაგოგი
მანანა მამაიაშვილი
12.06.2014
No comments:
Post a Comment