Social Icons

Sunday, August 24, 2014

ექსკურსია



ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის II ა კლასის
 (კლ.ხელ-ლი:მანანა მამაიაშვილი)
ექსკურსიის ანგარიში:

          2014 წლის 15 ივნისს IIა კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები,ჩემი  ხელმძღვანელობით ვესტუმრეთ ბოლნისისა და დმანისის რაიონს.

          ექსკურსიამდე მოსწავლეებს ავუხსენი არჩეული მარშრუტის მიზანი(პირველი უძველესი ქართული წარწერისა და არქეოლოგიური გათხრების ადგილების ნახ,ასევე მოსწავლეებში ბუნების სიყვარულის,გაფრთხილებისა და დაკვირვების უნარის განვითარება.) და  გავაცანი ექსკურსიის მიმართულება.

          მოსწავლეებს ვესაუბრე ტაძარსა და მუზეუმში ქცევის წესებზე

          ბავშვებმა ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ინფორმაცია ბოლნისისა და დმანისის რაიონის ადგილმდებარეობასა და ღირშესანიშნაობებზე.

            სასწავლო წლის დასასრულს, როდესაც მოსწავლეებმა  სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს,ვესტუმრეთ აღნიშნულ ტერიტორიას და უშუალოდ, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ბუნებას, ისტორიულ ძეგლებსა თუ არქეოლოგიური გათხრების ადგილებს.გადაიღეს ფოტოები და გააკეთეს პატარა ჩანაწერები. 

           ბავშვებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა  უძველესმა არქეოლოგიურმა გათხრებმა.დაასკვნეს,რომ ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესი ერია მთელს მსოფლიოში;საამაყოა,რომ გვაქვს უძველესი ქართული ანბანი და ულამაზესი ბუნება,რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.















.რუსთავის 22- საჯარო სკოლის III კლასის
 (კლ.ხელ-ლი:მანანა მამაიაშვილი)
ექსკურსიის ანგარიში:

      2015 წლის 6 ივნისს, III კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები,კლასის ხელმძღვანელთან ერთად  ვესტუმრეთ საგურამოს, კერძოდ, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.
     ვიდრე წავიდოდით,მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს  სხვადასხვა ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
        მოსწავლეებს ავუხსენი არჩეული მარშრუტის მიზანი( მეტი ცოდნა ილია ჭავჭავაძის,  როგორც პიროვნების, როგორც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, როგორც წმინდანად შერაცხული შემოქმედის შესახებ. ასევე,კულტურული, სულიერი და ესთეტიკური ღირებულებების განვითარება)  და  გავაცანი ექსკურსიის მიმართულება.
  მოსწავლეებ ვესაუბრე ტაძარსა და მუზეუმში ქცევის წესებზე

 სასწავლო წლის დასასრულს,6 ივნისს,ვესტუმრეთ საგურამოს.მუზეუმში შესვლამდე დატკბნენ ბუნების სილამაზით,გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.მუზეუმში კი არნახული შთაბეჭდილება დატოვა გიდის მონაყოლმა და ილიას პირად ნივთების ხილვამ,ექსპონატებმა.
    მუზეუმიდან წამოსვლის შემდგომ ,მოვილოცეთ წილკნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი. ბავშვები მოიხიბლნენ მისი ორნამენტითა და გალავნით.
  ექსკურსიით მიღებული შთაბეჭდილებები ბავშვებმა ჩაინიშნეს რვეულებში და კმაყოფილები დავბრუნდით ჩვენს ქალაქში.

















 
Blogger Templates