Social Icons

ტრენინგის ანგარიში



           1.    ტრენინგის დასახელება
           ·         ტრენინგის დასახელება:
 მასწავლებლის პროფესიული განვითარება. თვითშეფასება.
   კოლეგების ურთიერთშეფასება.

·         ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
     მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
   (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

            ·         ტრენინგის ჩატარების ადგილი:
     ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა

            ·         ტრენინგის ხანგრძივობა
           2 დღე (8 საათი).
           2.    მიზანი  და ამოცანები

           საკუთარი პროფესიისადმი მასწავლებლის  პიროვნული
     დამოკიდებულებების შესახებ  მსჯელობა  და განხილვა;

         საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება  სწავლა/
        სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში;

             წარმატებული სკოლის მახასიათებლების და პროფესიული
       განვითარების კომპონენეტის მნიშვნელობის განხილვა;

            მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და 
      მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელების  გაცნობა.
     პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლების და კომპეტენციების
      განხილვა; 
          საკუთარი გამოცდილების  დაკავშირება მასწავლებლის
     პროფესიული განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ
      გეგმებთან;
         სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების პროცესის
        გაცნობა და საკუთარ გამოცდილებასთან შედარება.

          3.    რეზიუმე
       ტრენერი(ანა ნარიმანიძე) ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო
  და მოკლედ გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის
  ფორმები და  სამუშაო წესები.
       ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ  მოვიაზრებთ
  ჩვენს პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში. უმრავლესობის
 აზრით, მასწავლებლობა უპირველეს ყოვლისა პროფესიაა, მერე
სამსახური, მასწავლებლობა პიროვნული თვითრეალიზებაა
და  მერე ვალდებულებების შესრულება სამსახურთან
დაკავშირებით. ვისაუბრეთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული 
ღირებულებების შესახებ, სამსახურეობრივ, სკოლის
ღირებულებებზე და პროგრამულ თუ სხვა ტიპის დოკუმენტებში  გაწერილ  

ჩვენი განათლების ღირებულებებზე.
      ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 1 – „განთლების
სისტემის გაცხადებული და რეალური ღირებულებები“.
 გავეცანით ინფორმაციას,  შევავსეთ ცხრილი და ვუპასუხეთ
კითხვებს. 20 წთ  ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,  შემდეგ
გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს და შემდეგ ჯგუფს.
                ტრენერმა ჩაატარა მინი-ლექცია ზოგადი განათლების სისტემის
          ღირებულებებზე, რომელიც გაწერილია ზოგადი განათლების
          ეროვნულ მიზნებში  და  ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მან
           გაგვაცნო ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების პრიორიტეტები
           და ის პრინციპები, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება
         - ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპი: შედეგზე
          ორიენტირება, - რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას
         ქმედითი ცოდნით. ტრენერმა გაგვახსენა ესგ-ს ძირითადი
         მეთოდიკური ორიენტირები, პრიორიტეტული გამჭოლი
        კომპეტენციები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის
          შესაბამისი კომპონენტები. წავიკითხეთ ჯეკი თემბულის
       “პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი”, დიმიტრი უზნაძის,
      ჯონ დიუის, წმ. ანტონ დიდის და წმ. იოანე ოქროპირის შეხედულებები
       და აზრები განათლების შესახებ. გამოვთქვით საკუთარი
         შეხედულებები, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის ღირებულებები,
         რომელიც სკოლაშია დამკვიდრებული.
      ტრენერი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს წარმატებული სკოლა და
როგორ გაიზომება წარმატებული სკოლის ძირითადი მახასიათებლები.   
ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ტრენერმა
გაგვაცნო წარმატებული  სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები,
 თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, რა პროცესები უნდა
მიმდინარეობდეს სკოლაში იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი
უმთავრესი დანიშნულების - მოსწავლეების  მაღალი მიღწევების
უზრუნველყოფა.
         გავეცანით, რომ სკოლის საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით
მიმდინარეობს: აკადემიური საქმიანობა, სასწავლო გარემო და
 ეფექტიანობა, რომლებიც სკოლის მთავარ მიზანს მოსწავლეების
 მაღალ მიღწევებს ემსახურება.
   გავეცანით სკოლის წარმატების განმსაზღვრელ  9 ფაქტორს
(მკაფიო და ფოკუსირებული მისია, მაღალი მოლოდინები,
ეფექტიანი ხელმძღვანელობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია,
სასწავლო გეგმის, სწავლებისა და შეფასების სტანდარტებთან
შესაბამისობა, სწავლისა და სწავლების ხშირი მონიტორინგი,  
ფოკუსირებული პროფესიული განვითარება, უსაფრთხო და
წარმატებული სასწავლო  გარემო  და ოჯახისა და საზოგადოების
 ჩართულობა).
 ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს მოსწავლისა და მშობლისთვის
 სასურველი სკოლა და რით გამოირჩევიან მაღალი შედეგების მქონე
 სკოლები ნაკლებად წარმატებული სკოლებისგან.
          10 წთ-იანი შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ  რა თვისებები უნდა
 ჰქონდეს პროფესიონალ მასწავლებელს და რა კომპტენციებს უნდა
 ფლობდეს. ტრენერის დახმარებთ დაფაზე ჩამოვწერეთ ეს თვისებები
 და კომპეტენციები და შევადარეთ ისინი ტრენერის მიერ  მომზადებული
სლაიდ-შოუს კომპეტენციის სფეროებს.
ტრენერმა 5 ჯგუფად დაგვყო  და დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 2. 
 ჯგუფური სამუშაო  20წთ. გრძელდებოდა. განვიხილეთ სამუშაო
ფურცლებზე მოცემული ორმხრივი ცხრილი და კომპეტენციების
შესაბამისად განვსაზღვრეთ შესაბამისი აქტივობები.
შემდეგ კი წარმოვადგინეთ  თვალსაჩინოების სახით და
გავაცანით  სხვა ჯგუფის წევრებს.
          ტრენერთან  ერთად  ვიმსჯელეთ რა აქტივობები უნდა
 შეფასდეს მასწავლებლების კომპეტენციების დასადგენად, ვინ და
 როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებლის აქტივობები. როგორ
 მოხდეს მასწავლებლის მიერ  შესრულებული სამუშაოს შეფასება,
ისე რომ ხელი შეეწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდასა
და თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას. შევავსეთ
 ცხრილი - რა შეფასდეს? ვინ შეაფასოს? როგორ შეაფასოს?
                ტრენერმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლის
მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება (ფორმალური და
არაფორმალური), აღწერა სამუშაოს შესრულების პროცესი,
წარმოგვიდგინა შეფასების ფაზები  და  აღნიშნა, რომ შეფასების
ეფექტიანობას, მის შედეგიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კ
ონტექსტი და გარემო, რომელშიც იგი ხორციელდება. მანვე დაასახელა
ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - კომუნიკაცია,
თანამშრომლობა (კოოპერაცია) და შეფასების პრიორიტეტულობი-
სადმი ერთგულება.
                ტრენერმა გაგვაცნო შეფასების მეთოდები (რანგირება, კითხვარი,
 რანგირებული სკალა, შეფასების რუბრიკა, ინციდენტების დღიური,
ხარისხის წრეები, ინტერვიუ).  მასალის გადახედვის შემდეგ 
ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 3. გავეცანით ცხრილში
მოცემულ ინფორმაციას, ვიმსჯელეთ შეფასების მოდელების დადებით
 და უარყოფით მხარეებზე და შევავსეთ ცარიელი გრაფები.
ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,  შემდეგ კი
გავუზიარეთ მოსაზრებები  მეწყვილეს და ტრენინგის სხვა
მონაწილეებს. გამოვთქვით საკუთარი მოსაზრებები შეფასების
მოდელების შესახებ. ვისაუბრეთ  როგორ შეიძლება გამოვიყენოთ
სხვადასხვა შეფასების მოდელი მასწავლებლის პროფესიული
საქმიანობის კომპლექსური შეფასებისას.
               ამის შემდეგ ტრენერმა შეაჯამა განვლილი დღე.
II დღეს ტრენერმა მისალმების შემდეგ ოთხ ჯგუფად დაგვყო მსმენელები
და  I-II ჯგუფს დაავალა  დაეწერათ, თუ როგორ წარმოუდგენიათ პროფე-
სიული განვითარების პროცესი სკოლის ბაზაზე, ხოლო III-IV ჯგუფს
 კი - მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითა-
რების გეგმა.ჯგუფებმა დავალებები მზისებრი დიაგრამების
 სახით საპრეზენტაციოდ მოვამზადეთ  და წარმოვადგინეს  ნამუშევრები.
           ტრენერი გვესაუბრა,თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი მასწავლე-
ბელთა პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა
 იმ კვლევებზე, რაც ადასტურებს, რომ სკოლის დონეზე
მიღებულ გადაწყვეტილებებს გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს
მოსწავლეების შედეგებზე, ვიდრე მასწავლებლის დონეზე
მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ ის მორგებულია
მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებს და შეესაბამება
მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს და
 პროფესიული განვითარების ისეთი ღონისძიებებია ეფექტიანი,
 რომლებიც უშუალოდ სკოლაში ხორციელდება და 
მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენს.
ტრენერმა გაგვაცნო პროფესიული განვითარების პროგრამების
 ეფექტიანობის პრინციპები, სკოლის ბაზაზე არსებული
პროფესიული განვითარების ფორმები, პროფესიული განვითარების
პროცესის ელემენტები (საჭიროებების კვლევა, აქტივობების დაგეგმვა
 და განხორციელება, ეფექტის შეფასება) და პროფესიული
განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის ელემენტები (ტრენინგი,
მენტორინგი, როტაცია, სიმულაცია, პროფესიული განვითარების სიმულაცია).
            ტრენერი გვესაუბრა, რომ პროფესიული განვითარების
ღონისძიებების ეფექტიანობას  სამი კრიტერიუმით აფასებენ.
კერძოდ, განხორციელებული აქტივობის ეფექტიანობის შეფასება
მსმენელის მიერ, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის შეფასება,
მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
            ტრენერმა გამოგვკითხა, თუ როგორ წარმოგვიდგენია თანამშრომ-
ლობის პრინციპები კოლეგებს შორის და რა თვისებები უნდა
ჰქონდეს პედაგოგს, რომ წარმატებით მოახერხოს ურთიერთთანამშრომ-
ლობა. ვიმსჯელეთ ამ თემაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
კოლეგებთან თანამშრომლობა პროფესიული ზრდის ერთ-ერთი
აუცილებელი პირობაა. ვიმსჯელეთ რეალური თანამშრომლობის 4
ძირითად ელემენტზე.
              ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 4. გავეცანით
ინფორმაციას, ვუპასუხეთ კითხვებს. ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,
  და შემდეგ გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს.
ტრენერი გვესაუბრა კოლეგების გამოცდილების გაზიარების ახალ
 ფორმაზე, როგორიცაა  “კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი ,
რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკვირვების მოდელს და სამი
ეტაპისაგან შედგება (დაკვირვების წინა შეხვედრა, გაკვეთილზე
დასწრება, გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა). აგრეთვე გავეცანით
 დაკვირვების სხვადასხვა ფორმებს (აღწერითი დაკვირვება, ფოკუსირე-
ბული დაკვირვება, გუნდური მუშაობა, ჩართული დაკვირვება (დამკვირვე-
ბელი მოსწავლის როლში), თვითდაკვირვება).
          გავეცანით და განვიხილეთ პროფესიული განვითარების სქემა.
      ჯგუფური მუშაობის ფორმატში  დავამუშავეთ სამუშაო ფურცელი
5. განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ცხრილი და
კომპეტენციების და აქტივობების შესაბამისად განვსაზღვრეთ რისი
შეფასება უნდა მოხდეს. აქტივობების ჩამონათვალი დავახარისხეთ
ცხრილში: პირველი კატეგორიის აქტივობები, ექსპერტი
მასწავლებლის აქტივობები.

                4.    ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება
            ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი საშუალებით   
გავეცანი ბევრ საინტერესო  მასალას.
            ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს აუცილებლად გამოვიყენებ  
სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ვაპირებ
აქტიურად ვიმუშავო ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან, კოლეგებთან
და მშობლებთან აღნიშნულ თემაზე და ვეცდები მისი გამოყენებით ჩემი
როლი შევიტანო წარმატებული სკოლის დამკვიდრებაში. ამავე დროს
ვიმუშავებ, რომ  გავაძლიერო და გავამყარო საკუთარი
როფესიული განვითარება.რასაკვერველია,  კოლეგებსაც შევთავაზებ
ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის
სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მათ
კარიერულ ზრდაზე.
        ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ,ანა ნარიმანიძემ ელ. ფოსტით პერსონალუ-
რად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა , რაც მომავალში დამეხმარება დამოუკიდებლად განვამტკიცო ტრენინგზე ნასწავლი მასალა.
სსიპ  .რისთავის 22- საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი   
მანანა მამაიაშვილი                
რიცხვი 14.11. 2013 

No comments:

Post a Comment

 
Blogger Templates