სილაბუსი
|
N
|
კომპონენტები
|
|
|
1.
|
საგნის მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი / 591222630/ manana.mamaiashvili@gmail.com
|
|
2.
|
სასწავლო საგნის
დასახელება
|
ქართული ენა
|
|
3.
|
სწავლების კლასი
|
III კლასი
|
|
4.
|
სასწავლო საგნის
სტატუსი
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგანი (სავალდებულო)
|
|
5.
|
სასწავლო კურსის
სწავლების ხანგრძლივობა
|
სასწავლო წლის
განმავლობაში
|
|
6.
|
საათების რაოდენობა
|
201
|
სასწავლო კურსის ზოგადი
აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის
სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა,
როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი
უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც
ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური
თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ
ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის,
არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების
ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.
სასწავლო კურსის მიზნები
·
განუვითაროს მოზარდს
ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·
გამოუმუშაოს წერითი
და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·
განუვითაროს საკუთარი
აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი
ტექსტის შექმნის უნარი;
·
ჩამოუყალიბოს
დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·
შეაყვაროს კითხვა;
გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა
და გაცნობიერების უნარი;
·
გააცნობიერებინოს
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი
პროცესი.
სასწავლო
ამოცანები
·
კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
·
ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
·
აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და
მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·
მსჯელობის უნარის განვითარება;
·
სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება
ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·
ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა
და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·
ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
·
დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების
უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·
ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·
საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა,
ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
·
სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·
ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
·
მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
·
ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
·
სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
·
მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების
მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების
გათვალისწინებით;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება
და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·
ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური
ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
საგნის მნიშვნელობა
მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება თვითგამოხატვისათვის აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის - მიმართულებით. ამავე დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით სკოლაში ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.
ტექსტების ნაირსახეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც მოსწავლე უნდა მოამზადოს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული, შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფლად გამოხატვა.
საგნის შესწავლის აუცილებებლი
საბაზისო კომპეტენციები
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
· სხვადასხვა ტიპის
ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
· წაკითხული წინადადებებისა
და ტექსტის კონსტრუირება;
· სხვადასხვა სახის
ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
· ტექსტებში მოცემული
გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
· მისთვის ნაცნობ
თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
· გრამატიკის, ორთოგრაფიის,
პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.
ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
· სხვადასხვა სამეტყველო
სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;
· კამათის, დისკუსიისა
და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
· საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების
კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;
· კითხვის ძირითადი
სტრატეგიების დაუფლება;
· სხვადასხვა ხასიათის,
მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების
შეთხზვა.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
· სხვადასხვა ლიტერატურული
ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
· მოსმენილი ან წაკითხული
მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
· ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
· გმირის საქციელის
შეფასება;
· მხატვრულ-გამომსახველობითი
ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;
· მხატვრული ტექსტების
შექმნა;
საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი
ლიტერატურის
შერჩევა.
შეფასება
საშინაო და საკლასო
დავალებათა კომპონენტები
·
სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
·
ტექსტების ინტერპრეტირება;
·
ტექსტების შედარებითი ანალიზი;
·
თხრობა;
·
მსჯელობა;
·
სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
·
ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
·
გამომხატველობითი კითხვა;
·
გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·
მართლწერა;
·
შემოქმედებითობა;
- სასწავლო სტრატეგიების (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
- მხატვრული ხერხების ცოდნა;
- ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
- ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
·
შემოქმედებითობა;
·
თანამშრომლობა
(მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
·
სტრატეგიების
გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
·
სასწავლო
აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
- სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
- დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
- თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
- ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაციის მომზადება;
- სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
- სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
- სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
- პროექტის განხორციელება.
განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
- ხმამაღალი კითხვა;
- ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
- გამოწერა;
- გადაწერა;
- კარნახით წერა;
- წარმოსახვის უნარი;
- ეპიზოდების თხრობა;
- შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
- შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.
რესურსები
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა,
საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები.
სილაბუსი
|
N
|
კომპონენტები
|
|
|
1.
|
საგნის მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი
/ 591222630/ manana.mamaiashvili@gmail.com
|
|
2.
|
სასწავლო საგნის დასახელება
|
მათემატიკა
|
|
3.
|
სწავლების კლასი
|
III კლასი
|
|
4.
|
სასწავლო საგნის სტატუსი
|
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგანი
(სავალდებულო)
|
|
5.
|
სასწავლო კურსის სწავლების ხანგრძლივობა
|
სასწავლო წლის განმავლობაში
|
|
6.
|
საათების რაოდენობა
|
154
|
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში
გამოყოფილია ოთხი მიმართულება: რიცხვები და
მოქმედებები; გეომეტრია და სივრცის აღქმა; მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და
ალბათობა; კანონზომიერებები და ალგებრა.
ეს მიმართულებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მოიცავს იმ ცოდნას და
უნარ-ჩვევებს, რომელსაც მოსწავლე უნდა დაეუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.
მიმართულებებად დაყოფა არ ნიშნავს კურსის ანალოგიურ დაყოფას, იგი მხოლოდ წარმოაჩენს შესასწავლი
მასალის სპექტრს და საშუალებას იძლევა მიეთითოს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს მეტი
ყურადღება სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე.
1.
რიცხვები
და მოქმედებები:
• რიცხვები, მათი გამოყენებები და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები;
•
მოქმედებები რიცხვებზე და რიცხვითი თანაფარდობები;
•
რაოდენობათა შეფასება;
• სიდიდეები, ზომის ერთეულები და რიცხვების სხვა გამოყენებები.
2.
გეომეტრია
და სივრცის აღქმა:
• გეომეტრიული ობიექტები: მათი თვისებები, ურთიერთმიმართება და კონსტრუირება;
•
ზომა და გაზომვის საშუალებები;
•
გარდაქმნები და ფიგურათა სიმეტრიულობა;
3.
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:
• მონაცემთა წყაროები და მონაცემთა მოპოვების საშუალებები;
• მონაცემთა მოწესრიგების ხერხები და მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები;
•
მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები;
4.
კანონზომიერებები
და ალგებრა:
•
სიმრავლეები,
•
ალგორითმები;
•
ალგებრული ოპერაციები და მათი თვისებები;
სასწავლო კურსის მიზნები
• მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
• დედუქციური და
ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის
უნარის განვითარება;
•
მათემატიკის, როგორც
სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
•
მათემატიკის, როგორც
ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
•
სწავლის შემდგომი
ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
•
ცხოვრებისეული ამოცანების
გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის
განვითარება.
საგნის მნიშვნელობა
მათემატიკის ცოდნა ნიშნავს მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების ფლობას,
მათი გამოყენების უნარს რეალური პრობლემების გადაჭრისას; აგრეთვე კომუნიკაციის იმ
საშუალებების ფლობას, რომლებიც საჭიროა ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად
მათემატიკური ენისა და საშუალებების გამოყენებით.
პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მის არსში წვდომა, ადეკვატური მათემატიკური
აპარატის შერჩევა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - მისი შემუშავება;
შესასწავლი პროცესისა თუ ობიექტის გააზრებული მოდელის შექმნა, მიღებული მოდელის
საშუალებით საჭირო დასკვნების გაკეთება და შემდეგ მათი ინტერპრეტაცია. პრაქტიკული
თუ სამეცნიერო პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და
საინტერესო ამოცანებით. აქედან გამომდინარე, სწავლებისას მნიშვნელოვანი ყურადღება
უნდა მიექცეს მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს
შემეცნებისას, სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნიკური პროცესების მართვისას, საყოფაცხოვრებო
თუ მეცნიერული პრობლემების გადაჭრისას და მათემატიკური ცოდნის, როგორც ლოგიკურად
გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და გადაცემას. გარდა ამისა, მათემატიკის
სწავლებისას, ძირითადი ფოკუსის გადატანა როგორც პრაქტიკული ასევე მეცნიერული
ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს
მათემატიკისადმი ინტერესს.
საგნის შესწავლის აუცილებებლი საბაზისო კომპეტენციები
რიცხვები და მოქმედებები
ამ საფეხურზე უნდა მოხდეს
არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება;
არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება;
არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის
შეფასების უნარის განვითარება.
გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ათობითი პოზიციური სისტემის
სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას მისი
გამოყენების უნარი;
კანონზომიერებები და ალგებრა
ამ საფეხურზე
მიმართულების მიზანია მარტივი კანონზომიერებებისა და სიდიდეებს შორის
დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვითარება, არითმეტიკული ოპერაციების
თვისებების შესწავლა.
ამ
საფეხურზე, მიმართულების ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების
აღწერისა და დემონსტრირების უნარის განვითარება; გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების
ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება; ატრიბუტების მიხედვით
ფიგურათა დაჯგუფების, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის
შექმნის უნარის განვითარება.
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს – თვისობრივ და დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.
შეფასება
1) საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
1.
მათემატიკური
ცნებებისა და დებულებების გამოყენება;
2. კავშირებისა
და მიმართებების დადგენა;
3. მათემატიკური ობიექტების
წარმოდგენა და მათემატიკური ენის ფლობა;
4. მსჯელობა - დასაბუთება;
5. ამოცანის ჩამოყალიბება;
6. მოდელირება;
7.
ამოცანის ამოხსნის
გზა და მისი რეალიზება;
8.
გამოთვლები;
9. დამხმარე ტექნიკური
საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
1.
შემოქმედებითობა;
2.
თანამშრომლობა
(მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
3. სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება
სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
4. სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
დაწყებით კლასებში განსაკუთრებული
ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
1. არითმეტიკული მოქმედებების შესრულება
(მათ შორის საგანთა ერთობლიობების გამოყენებით);
2. არითმეტიკული მოქმედებების სიტყვიერი
აღწერა (მაგალითად: ”...ჯერ”, ”...ით”);
3. რიცხვების ჩაწერა და დასახელებები;
4. გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და
მათი აღწერა;
5. ფიგურების კონსტრუირება;
6. ფიგურების ურთიერთგანლაგების აღწერა;
7. მანძილის გაზომვისა და განსაზღვრის
ხერხების / საშუალებების ცოდნა და გამოყენება;
8. მარტივი კანონზომიერებების ამოცნობა
და გავრცობა (მაგალითად: საგანთა მიმდევრობები, რიცხვების პერიოდული მიმდევრობები,
ფიგურების მოზაიკური განლაგება);
9. მიმართულების, გადაადგილების და მარშრუტის
სიტყვიერი აღწერა და სქემატური გამოსახვა;
10. ტერმინების: "ყველა",
"ყოველი", "თითოეული", ზოგიერთი", "ერთ-ერთი",
"არცერთი", "ერთადერთი" გამოყენება რიცხვების თვისებების ან რიცხვთა
ერთობლიობებს შორის მიმართებების დადგენისას;
11. მონაცემთა დალაგება, დაჯგუფება და
კლასიფიკაცია მითითებული კრიტერიუმების მიხედვით;
12. საზომი ერთეულების (მანძილის, დროის,
ფულის ერთეულების) და მათ შორის მიმართებების ცოდნა და გამოყენება.
რესურსები
სახელმძღვანელო,
დამატებითი ლიტერატურა, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები.
სილაბუსი
|
N
|
კომპონენტები
|
|
|
1.
|
საგნის მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი / 591222630/ manana.mamaiashvili@gmail.com
|
|
2.
|
სასწავლო საგნის
დასახელება
|
ბუნებისმეტყველება
|
|
3.
|
სწავლების კლასი
|
III
კლასი
|
|
4.
|
სასწავლო საგნის
სტატუსი
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგანი (სავალდებულო)
|
|
5.
|
სასწავლო კურსის
სწავლების ხანგრძლივობა
|
სასწავლო წლის
განმავლობაში
|
|
6.
|
საათების რაოდენობა
|
85
|
სასწავლო
კურსის ზოგადი აღწერა
დაწყებით საფეხურზე ისწავლება
ინტეგრირებული საგანი ,,ბუნებისმეტყველება”,
რომელიც აერთიანებს ცოდნას გეოგრაფიის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და
სამოქალაქო განათლების სფეროებიდან.
საბუნებისმეტყველო
დისციპლინები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ სამყაროს ადეკვატურად აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, ხოლო სამოქალაქო განათლება უვითარებს
მოსწავლეს გარემოსადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას და გარემოზე პასუხისმგებლობის გრძნობას.
დაწყებით საფეხურზე საგანი ,,ბუნებისმეტყველება’’
პირობითად დაყოფილია ოთხ მიმართულებად:
1.
ცოცხალი სამყარო (ბიოლოგიის ელემენტები);
2.
სხეულები და მოვლენები (ფიზიკისა და ქიმიის
ელემენტები);
3.
დედამიწა და გარესამყარო (გეოგრაფიისა და ასტრონომიის
ელემენტები);
4.
ადამიანი და გარემო
(სამოქალაქო განათლების ელემენტები).
მიმართულებები “ადამიანი და გარემო” და “დედამიწა და გარესამყარო”
მხოლოდ დაწყებით საფეხურზეა ინტეგრირებული ბუნებიმეტყველების კურსში, ხოლო მიმართულება
“სხეულები და მოვლენები” შემდეგ საფეხურებზე ორ მიმართულებად იყოფა: “ფიზიკური მოვლენები” და “ქიმიური მოვლენები.”
ცოცხალი სამყარო
მოსწავლე დაწყებით საფეხურზე ეცნობა: ცოცხალი ბუნების
მრავალფეროვნებას, ორგანიზმების აგებულებისა და ცხოველმყოფელობის თავისებურებებს, ორგანიზმების
ძირითად ჯგუფებს და მათ მახასიათებლებს, ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, სასიცოცხლო
ციკლებს. მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას იმ გარემო პირობების შესახებ, რომლებიც ხელს
უწყობს ორგანიზმების ზრდასა და განვითარებას; ეცნობა ორგანიზმების გარემოსთან შეგუების
ფორმებს. მოსწავლე აცნობიერებს, რომ გარემო მრავალფეროვანი და დინამიკურია, შედგება
ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტებისაგან. მოსწავლე
გარემომცველ სამყაროს შეიცნობს დაკვირვების (შეგრძნების ორგანოებით და მარტივი ხელსაწყოების
გამოყენებით), აღწერის და კლასიფიცირების გზით.
ადამიანი და გარემო
ამ მიმართულების ფარგლებში
მოსწავლე ეცნობა ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას,
აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ მოქმედებს გარემო ადამიანის ცხოვრების ნირზე და პირიქით, როგორ იცვლება გარესამყარო ადამიანის ზემოქმედების
შედეგად; ეცნობა ბუნებრივი სიმდიდრეების მრავალფეროვნებას, მათი რაციონალურად გამოყენების
გზებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორი უტილიზაციის მეთოდებს.
მოსწავლეს უყალიბდება პირადი და ჯგუფური პასუხისმგებლობა და
აქტიურად ერთვება ლოკალური გარემოს დაცვის საქმეში.
მოსწავლე ეცნობა ჯანმრთელი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს.
დედამიწა და გარესამყარო
მოსწავლე ეცნობა დედამიწის, მზის სისტემისა და სამყაროს შესახებ შეხედულებების განვითარებას. მას
უყალიბდება სწორი წარმოდგენა დროისა და სივრცის შესახებ. მოსწავლე შეისწავლის ბუნებაში მიმდინარე ციკლურ პროცესებს, დედამიწაზე სიცოცხლის
არსებობისათვის აუცილებელ რესურსებს, იკვლევს მათი გამოყენების გზებს და საშუალებებს.
გარემოს შეცნობის მეთოდების დასაუფლებლად გათვალისწინებულია
პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის, უშუალო დაკვირვება და სასწავლო ცდები, მარტივი ხელსაწყოების
გაცნობა და გაზომვა-გამოთვლითი სამუშაოების ჩატარება, ადგილზე ორიენტირება, რუკების
გამოყენება, ობიექტების და პროცესების მოდელირება და სხვ.
სხეულები და მოვლენები
მიმართულების მიზანია, მოსწავლეს
დაანახოს კავშირი მის ირგვლივ არსებულ საგნებს, ბუნებრივ
მოვლენებს შორის.
მოსწავლე აკვირდება, იკვლევს და სვამს კითხვებს ნივთიერი
სამყაროს და მასში მიმდინარე
მოვლენების შესახებ, ეუფლება ჯგუფური მუშაობის
ჩვევებს, სწავლობს ინფორმაციის შეგროვებას და ცდილობს დასმულ კითხვებზე პასუხის
გაცემას.
მარტივი ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე ეჩვევა
ხელსაწყოებთან მუშაობას, მათ სწორად, დანიშნულების მიხედვით გამოყენებას და
უსაფრთხოების წესების დაცვას.
დაწყებით საფეხურზე დაკვირვების შედეგებს მოსწავლე
გადმოსცემს ჯერ ნახატებისა და მარტივი სქემების, მოგვიანებით კი -
ცხრილების საშუალებით.
მოსწავლე შეისწავლის: მოძრაობის მარტივ
ფორმებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, სხეულთა წონასწორობას, ენერგიის ფორმებსა და
წყაროებს, მასალათა და ნივთიერებათა ძირითად თვისებებს. მიღებული ცოდნის
საფუძველზე ის ამყარებს კავშირს კვლევის
შედეგებსა და მეცნიერულ მოსაზრებებს
შორის, ამზადებს მარტივ მოდელებს და წარმოადგენს მათ. ამ
საფეხურის ბოლოსათვის დაგროვილი ცოდნისა და გამომუშავებული უნარ-ჩვევების საფუძველზე მოსწავლე ცდილობს დაადგინოს მოვლენებს შორის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც გაუღრმავებს
მას სამყაროს კვლევისადმი ინტერესს.
სასწავლო
კურსის მიზნები
ბუნებისმეტყველების
სწავლებისას ყურადღების გამახვილება
განწყობა-დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების
უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე
პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად,
ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა,
შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).
საბუნებისმეტყველო დისციპლინების
სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო
მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის
უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა
სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ცოდნა
·
ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·
სამყაროში მიმდინარე
ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·
დედამიწა და გარესამყარო;
·
გარემოს მდგრადი
განვითარების პრინციპები.
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·
დაკვირვება, აღწერა;
·
კვლევის
საგნის განსაზღვრა;
·
კვლევის
ეტაპების განსაზღვრა;
·
აღრიცხვა;
·
კლასიფიკაცია;
·
გაზომვა;
·
კომუნიკაცია;
·
მონაცემების ინტერპრეტაცია;
·
განჭვრეტა/ჰიპოთეზის
გამოთქმა;
·
ცდის დაგეგმვა;
·
ცდის ჩატარება;
·
მონაცემთა
ანალიზი და შეფასება;
·
მოდელის შექმნა
და გამოყენება.
დამოკიდებულება:
·
ინტერესი საბუნებისმეტყველო
დისციპლინების მიმართ;
·
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·
ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების
მიმართ;
·
თანამშრომლობის
სურვილი;
·
გარემოზე ზრუნვა
და პასუხისმგებლობა;
·
უსაფრთხო ცხოვრების
წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის
აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც
მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე
მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან
მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს
როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
საგნის შესწავლის აუცილებებლი საბაზისო კომპეტენციები
სწავლების
დაწყებით საფეხურზე მოსწავლე იწყებს გარემოში დამოუკიდებლად
ორიენტირებას და უჩნდება მისი კვლევის სურვილი.
სწავლების
ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ
შემეცნებაზე გადასვლას, შემოქმედებითი აზროვნებისა
და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების, მატერიის,
ენერგიის და ფიზიკური ძალების შეცნობას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და
შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
დაწყებით
საფეხურზე მოსწავლეს
უვითარდება სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·
გარემოზე დაკვირვება (როგორც საკუთარი შეგრძნების
ორგანოების, ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით);
·
ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების
აღწერა;
·
მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი
ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
·
გამოსაკვლევი საკითხის შესახებ კითხვების დასმა;
·
ობიექტების კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების
მიხედვით;
·
რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება
და პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
·
გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.
შეფასება
1) საშინაო დავალება
დავალების ტიპები: საშინაო
ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება, კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის
მომზადება და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.
სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.
კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის
გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. თვითმართვის
უნარ-ჩვევები.
2) საკლასო დავალება
დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება,
საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.
სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.
კვლევის უნარ-ჩვევები;
3.
პრობლემის გადაჭრის
უნარ-ჩვევები;
4.
სოციალური უნარ-ჩვევები;
5.
კომუნიკაციის
უნარ-ჩვევები;
6.
თვითმართვის უნარ-ჩვევები.
3) შემაჯამებელი
დავალება
შემაჯამებელი დავალების
კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს.
ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)
შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას
მოსწავლემ უნდა შეძლოს საბუნებისმეტყველო
საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების
წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა აფასებდეს საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით
განსაზღვრული შედეგების მიღწევის დონეს.
სტანდარტის
მოთხოვნათა შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების
გამოყენება. საბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ
დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი, სხვადასხვა
ტიპის სავარჯიშო, საველე/გასვლითი
სამუშაო, მოდელირება, პროექტი,
პრეზენტაცია და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5. სოციალური უნარ-ჩვევები;
6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
რესურსები
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა, საგანმანათლებლო
ელექტრონული რესურსი, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები.
სილაბუსი
|
N
|
კომპონენტები
|
|
|
1.
|
საგნის მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი / 591222630/ manana.mamaiashvili@gmail.com
|
|
2.
|
სასწავლო საგნის
დასახელება
|
ბუნებისმეტყველება
|
|
3.
|
სწავლების კლასი
|
III
კლასი
|
|
4.
|
სასწავლო საგნის
სტატუსი
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგანი (სავალდებულო)
|
|
5.
|
სასწავლო კურსის
სწავლების ხანგრძლივობა
|
სასწავლო წლის
განმავლობაში
|
|
6.
|
საათების რაოდენობა
|
85
|
სასწავლო
კურსის ზოგადი აღწერა
დაწყებით საფეხურზე ისწავლება
ინტეგრირებული საგანი ,,ბუნებისმეტყველება”,
რომელიც აერთიანებს ცოდნას გეოგრაფიის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და
სამოქალაქო განათლების სფეროებიდან.
საბუნებისმეტყველო
დისციპლინები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ სამყაროს ადეკვატურად აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, ხოლო სამოქალაქო განათლება უვითარებს
მოსწავლეს გარემოსადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას და გარემოზე პასუხისმგებლობის გრძნობას.
დაწყებით საფეხურზე საგანი ,,ბუნებისმეტყველება’’
პირობითად დაყოფილია ოთხ მიმართულებად:
1.
ცოცხალი სამყარო (ბიოლოგიის ელემენტები);
2.
სხეულები და მოვლენები (ფიზიკისა და ქიმიის
ელემენტები);
3.
დედამიწა და გარესამყარო (გეოგრაფიისა და ასტრონომიის
ელემენტები);
4.
ადამიანი და გარემო
(სამოქალაქო განათლების ელემენტები).
მიმართულებები “ადამიანი და გარემო” და “დედამიწა და გარესამყარო”
მხოლოდ დაწყებით საფეხურზეა ინტეგრირებული ბუნებიმეტყველების კურსში, ხოლო მიმართულება
“სხეულები და მოვლენები” შემდეგ საფეხურებზე ორ მიმართულებად იყოფა: “ფიზიკური მოვლენები” და “ქიმიური მოვლენები.”
ცოცხალი სამყარო
მოსწავლე დაწყებით საფეხურზე ეცნობა: ცოცხალი ბუნების
მრავალფეროვნებას, ორგანიზმების აგებულებისა და ცხოველმყოფელობის თავისებურებებს, ორგანიზმების
ძირითად ჯგუფებს და მათ მახასიათებლებს, ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, სასიცოცხლო
ციკლებს. მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას იმ გარემო პირობების შესახებ, რომლებიც ხელს
უწყობს ორგანიზმების ზრდასა და განვითარებას; ეცნობა ორგანიზმების გარემოსთან შეგუების
ფორმებს. მოსწავლე აცნობიერებს, რომ გარემო მრავალფეროვანი და დინამიკურია, შედგება
ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტებისაგან. მოსწავლე
გარემომცველ სამყაროს შეიცნობს დაკვირვების (შეგრძნების ორგანოებით და მარტივი ხელსაწყოების
გამოყენებით), აღწერის და კლასიფიცირების გზით.
ადამიანი და გარემო
ამ მიმართულების ფარგლებში
მოსწავლე ეცნობა ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას,
აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ მოქმედებს გარემო ადამიანის ცხოვრების ნირზე და პირიქით, როგორ იცვლება გარესამყარო ადამიანის ზემოქმედების
შედეგად; ეცნობა ბუნებრივი სიმდიდრეების მრავალფეროვნებას, მათი რაციონალურად გამოყენების
გზებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორი უტილიზაციის მეთოდებს.
მოსწავლეს უყალიბდება პირადი და ჯგუფური პასუხისმგებლობა და
აქტიურად ერთვება ლოკალური გარემოს დაცვის საქმეში.
მოსწავლე ეცნობა ჯანმრთელი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს.
დედამიწა და გარესამყარო
მოსწავლე ეცნობა დედამიწის, მზის სისტემისა და სამყაროს შესახებ შეხედულებების განვითარებას. მას
უყალიბდება სწორი წარმოდგენა დროისა და სივრცის შესახებ. მოსწავლე შეისწავლის ბუნებაში მიმდინარე ციკლურ პროცესებს, დედამიწაზე სიცოცხლის
არსებობისათვის აუცილებელ რესურსებს, იკვლევს მათი გამოყენების გზებს და საშუალებებს.
გარემოს შეცნობის მეთოდების დასაუფლებლად გათვალისწინებულია
პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის, უშუალო დაკვირვება და სასწავლო ცდები, მარტივი ხელსაწყოების
გაცნობა და გაზომვა-გამოთვლითი სამუშაოების ჩატარება, ადგილზე ორიენტირება, რუკების
გამოყენება, ობიექტების და პროცესების მოდელირება და სხვ.
სხეულები და მოვლენები
მიმართულების მიზანია, მოსწავლეს
დაანახოს კავშირი მის ირგვლივ არსებულ საგნებს, ბუნებრივ
მოვლენებს შორის.
მოსწავლე აკვირდება, იკვლევს და სვამს კითხვებს ნივთიერი
სამყაროს და მასში მიმდინარე
მოვლენების შესახებ, ეუფლება ჯგუფური მუშაობის
ჩვევებს, სწავლობს ინფორმაციის შეგროვებას და ცდილობს დასმულ კითხვებზე პასუხის
გაცემას.
მარტივი ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე ეჩვევა
ხელსაწყოებთან მუშაობას, მათ სწორად, დანიშნულების მიხედვით გამოყენებას და
უსაფრთხოების წესების დაცვას.
დაწყებით საფეხურზე დაკვირვების შედეგებს მოსწავლე
გადმოსცემს ჯერ ნახატებისა და მარტივი სქემების, მოგვიანებით კი -
ცხრილების საშუალებით.
მოსწავლე შეისწავლის: მოძრაობის მარტივ
ფორმებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, სხეულთა წონასწორობას, ენერგიის ფორმებსა და
წყაროებს, მასალათა და ნივთიერებათა ძირითად თვისებებს. მიღებული ცოდნის
საფუძველზე ის ამყარებს კავშირს კვლევის
შედეგებსა და მეცნიერულ მოსაზრებებს
შორის, ამზადებს მარტივ მოდელებს და წარმოადგენს მათ. ამ
საფეხურის ბოლოსათვის დაგროვილი ცოდნისა და გამომუშავებული უნარ-ჩვევების საფუძველზე მოსწავლე ცდილობს დაადგინოს მოვლენებს შორის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც გაუღრმავებს
მას სამყაროს კვლევისადმი ინტერესს.
სასწავლო
კურსის მიზნები
ბუნებისმეტყველების
სწავლებისას ყურადღების გამახვილება
განწყობა-დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების
უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე
პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად,
ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა,
შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).
საბუნებისმეტყველო დისციპლინების
სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო
მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის
უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა
სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ცოდნა
·
ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·
სამყაროში მიმდინარე
ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·
დედამიწა და გარესამყარო;
·
გარემოს მდგრადი
განვითარების პრინციპები.
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·
დაკვირვება, აღწერა;
·
კვლევის
საგნის განსაზღვრა;
·
კვლევის
ეტაპების განსაზღვრა;
·
აღრიცხვა;
·
კლასიფიკაცია;
·
გაზომვა;
·
კომუნიკაცია;
·
მონაცემების ინტერპრეტაცია;
·
განჭვრეტა/ჰიპოთეზის
გამოთქმა;
·
ცდის დაგეგმვა;
·
ცდის ჩატარება;
·
მონაცემთა
ანალიზი და შეფასება;
·
მოდელის შექმნა
და გამოყენება.
დამოკიდებულება:
·
ინტერესი საბუნებისმეტყველო
დისციპლინების მიმართ;
·
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·
ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების
მიმართ;
·
თანამშრომლობის
სურვილი;
·
გარემოზე ზრუნვა
და პასუხისმგებლობა;
·
უსაფრთხო ცხოვრების
წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის
აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც
მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე
მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან
მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს
როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
საგნის შესწავლის აუცილებებლი საბაზისო კომპეტენციები
სწავლების
დაწყებით საფეხურზე მოსწავლე იწყებს გარემოში დამოუკიდებლად
ორიენტირებას და უჩნდება მისი კვლევის სურვილი.
სწავლების
ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ
შემეცნებაზე გადასვლას, შემოქმედებითი აზროვნებისა
და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების, მატერიის,
ენერგიის და ფიზიკური ძალების შეცნობას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და
შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
დაწყებით
საფეხურზე მოსწავლეს
უვითარდება სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·
გარემოზე დაკვირვება (როგორც საკუთარი შეგრძნების
ორგანოების, ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით);
·
ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების
აღწერა;
·
მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი
ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
·
გამოსაკვლევი საკითხის შესახებ კითხვების დასმა;
·
ობიექტების კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების
მიხედვით;
·
რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება
და პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
·
გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.
შეფასება
1) საშინაო დავალება
დავალების ტიპები: საშინაო
ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება, კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის
მომზადება და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.
სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.
კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის
გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. თვითმართვის
უნარ-ჩვევები.
2) საკლასო დავალება
დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება,
საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.
სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.
კვლევის უნარ-ჩვევები;
3.
პრობლემის გადაჭრის
უნარ-ჩვევები;
4.
სოციალური უნარ-ჩვევები;
5.
კომუნიკაციის
უნარ-ჩვევები;
6.
თვითმართვის უნარ-ჩვევები.
3) შემაჯამებელი
დავალება
შემაჯამებელი დავალების
კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს.
ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)
შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას
მოსწავლემ უნდა შეძლოს საბუნებისმეტყველო
საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების
წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა აფასებდეს საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით
განსაზღვრული შედეგების მიღწევის დონეს.
სტანდარტის
მოთხოვნათა შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების
გამოყენება. საბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ
დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი, სხვადასხვა
ტიპის სავარჯიშო, საველე/გასვლითი
სამუშაო, მოდელირება, პროექტი,
პრეზენტაცია და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5. სოციალური უნარ-ჩვევები;
6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
რესურსები
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა, საგანმანათლებლო
ელექტრონული რესურსი, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები.
სილაბუსი
|
N
|
კომპონენტები
|
|
|
1.
|
საგნის მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი / 591222630/ manana.mamaiashvili@gmail.com
|
|
2.
|
სასწავლო საგნის
დასახელება
|
სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნება
|
|
3.
|
სწავლების კლასი
|
III
კლასი
|
|
4.
|
სასწავლო საგნის
სტატუსი
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგანი (სავალდებულო)
|
|
5.
|
სასწავლო კურსის
სწავლების ხანგრძლივობა
|
სასწავლო წლის
განმავლობაში
|
|
6.
|
საათების რაოდენობა
|
66
|
სასწავლო
კურსის ზოგადი აღწერა
პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება, რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს, შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე. ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლა აღქმასა და გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით მიდგომას და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა.
პიროვნების აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი შრომითი საქმიანობა ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით ხელოვნების სწავლებასთან არის ინტეგრირებული. ამ ინტეგრირების საფუძველს სახვითი ხელოვნების სწავლებაში გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების ელემენტების ჩართვა წარმოადგენს.
საგნის სწავლებისას
ყურადღება მახვილდება განწყობა-დამოკიდებულებების, პრაქტიკული, შემოქმედებითი და კვლევა-ძიების
უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ცოდნის გამოყენებაზე.
სასწავლო კურსის მიზნები
·
მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით
და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის
უნარის განვითარება
·
ხელოვნების ნიმუშების აღქმის
უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი
·
ხელოვნების უნივერსალური ენის
შესწავლა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო
კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
·
გარემოს ესთეტიკური აღქმისა და
მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
·
შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ
საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის
ჩამოყალიბება
სასწავლო კურსის ამოცანები
შესაბამისი ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება,
ხელოვნებასთან და შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარება და
აუცილებელი ცოდნის მიცემა მოსწავლეებისათვის; კერძოდ:
|
ფასეულობები და დამოკიდებულებები
|
უნარ-ჩვევები
|
ცოდნა
|
|
პატივისცემის გრძნობის
განვითარება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, ადამიანის შრომის მიმართ; თანაგანცდისა
და თანაგრძნობის უნარის განვითარება;
შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება სხვა ადამიანების, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობისადმი.
|
შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების
უნარის განვითარება; ემოციური სფეროს განვითარება; წარმოსახვის, გემოვნებისა
და კრიტიკული აზროვნების განვითარება; ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების
უნარის, მხედ-ველობითი მეხსიერების და ხელის
მოტორიკის განვითარება; შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საკომუნიკაციო უნარების
განვითარება; სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
|
სამყაროს შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბება; საკუთარი და სხვათა
კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის შესწავლა.
|
საგნის მნიშვნელობა
თანამედროვე სკოლა მიზნად ისახავს ისეთი პიროვნების ფორმირებას, რომელიც მზად იქნება
მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს საკუთარი განვითარებისათვის. ამგვარ ადამიანს უნდა ახასიათებდეს:
1. კრიტიკული აზროვნება;
2. პრობლემათა გადაჭრის უნარი;
3. თვითგამოხატვის უნარი;
4. შემოქმედებითი აზროვნება;
5. სამოქალაქო ცნობიერება;
6. კომუნიკაციის უნარი;
7. კვლევა-ძიების უნარი;
8. თვითშეფასებისა
და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი.
სახვით და გამოყენებით ხელოვნებას თავისი
წვლილი შეაქვს ამგვარი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
1.
კრიტიკული აზროვნება
ხელოვნების
შესწავლის პროცესში მოვლენათა გააზრებისა და პრობლემათა წვდომის უნარის ჩამოყალიბებას,
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს: ა) მოსწავლეთა მიერ
მხატვრული იდეების პროდუცირება, ბ) საკუთარი და სხვების შემოქმედების დახასიათება,
შეფასება და ანალიზი; გ) იმ როლის გააზრება, რომელსაც ასრულებს ეროვნული და მსოფლიო
კულტურების მემკვიდრეობა სხვადასხვა კონტექსტში.
2. პრობლემათა
გადაჭრის უნარი
ხელოვნების
სწავლებისას პრობლემათა გადაჭრის უნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) სწავლის პროცესში
წარმოშობილი იდეების რეალიზაციის პრაქტიკა, ბ) საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭირო
მასალის, იარაღის, გამომსახველობითი ხერხების თუ ტექნიკის შერჩევა და ეფექტური გამოყენება, გ) დასახული ამოცანის გადაჭრისათვის
აუცილებელი ინიციატივის და პასუხისმგებლობის გამოვლენა; გ) სტრესის, იმედგაცრუებისა
და მარცხის დაძლევა და დასახული მიზნისაკენ მტკიცედ სწრაფვა.
3. თვითგამოხატვის
უნარი
ხელოვნების
შესწავლის პროცესში მოსწავლის თვითგამოხატვას (შეხედულებები, იდეები, განწყობები, გრძნობები)
ხელს უწყობს:
ა) განსხვავებული მხატვრული მასალისა და ხერხების ათვისება-დაუფლება;
ბ)
მხატვრული რესურსების (მასალისა და მეთოდების) თვითგამოხატვის პროცესთან
დაკავშირება;
გ)
თანაკლასელთა მხატვრულ შემოქმედებაში გარკვეული შეხედულებების, იდეების,
განწყობებისა და გრძნობების ამოცნობა და მათზე მსჯელობა;
დ) საკუთარ მხატვრულ
ნამუშევარში გამოსახულ შეხედულებებზე, იდეებზე, განწყობებსა
და გრძნობებზე მსჯელობა.
4. შემოქმედებითი
აზროვნება
ხელოვნების სწავლებისას მოვლენების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის უნარის
განვითარებას ხელს უწყობს: ორიგინალური მხატვრული
იდეების გენერირება და მათი განხორციელებისათვის არასტანდარტული გზების ძიება.
5. სამოქალაქო
ცნობიერება
ხელოვნების სწავლებისას საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეობის სურვილისა და უნარის, ეროვნული თვითშეგნების გრძნობის განვითარებას ხელს
უწყობს: კლასის, სკოლის და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებასა და კეთილდღეობაში
საკუთარი წვლილის შეტანა; კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოების წინაშე საკუთარი
მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
6. კომუნიკაციის უნარი
ხელოვნების სწავლებისას კომუნიკაციის უნარის
განვითარებას ხელს უწყობს: ა) საკუთარი და სხვისი ნაწარმოებების შესახებ მსჯელობა,
კამათი და პოზიციის დასაბუთება; ბ)
სხვადასხვა საშუალებებით (ხატვა, წერა, მსჯელობა)
საკუთარი აზრისა და გრძნობების გამოხატვა; გ) ჯგუფური მუშაობისას სხვებთან ურთიერთობა,
თანამშრომლობა და პრობლემურ საკითხებზე შეთანხმება; დ) კრიტიკული თვალსაზრისის გამოთქმა
და დასაბუთება.
7.
კვლევა-ძიების უნარი
ხელოვნების სწავლებისას ინფორმაციის მოპოვებისა
და გაანალიზების უნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) ინფორმაციის მრავალფეროვანი წყაროების
გამოყენება, ბ) ინფორმაციის შეჯერება, კრიტიკული შეფასება და ეფექტური ორგანიზაცია;
გ) ინფორმაციის გამოყენება საკუთარი შემოქმედებისათვის, კვლევისათვის, დამოუკიდებელი
აზრის ჩამოყალიბებისათვის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრისთვის.
8.
თვითშეფასებისა
და და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი
ხელოვნების სწავლებისას
თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარის განვითარებას ხელს
უწყობს: ა) საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწევების სწორი შეფასება; ბ) საკუთარი ემოციების
გაცნობიერება და მათი მართვა; გ) უწყვეტი (მთელი სიცოცხლის მანძილზე) სწავლის ჩვევის
გამომუშავება; დ) საქმიანობის სწორად და ეფექტურად დაგეგმვის უნარი; ე) განათლებისა
და პროფესიული ზრდისათვის ხელსაყრელი პირობების გამოყენება.
საგნის შესწავლის აუცილებებლი საბაზისო კომპეტენციები
1.
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები
იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ეცნობიან და ეუფლებიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ელემენტებს,
პრინციპებს, გამომსახველობით ხერხებს, სხვადასხვა ტექნიკას, მასალას, იარაღსა და პროცედურებს.
მოსწავლეები
ავითარებენ სხვადასხვა მოტივის ზეგავლენით წარმოშობილი იდეებისა და ჩანაფიქრების ხორცშესხმის უნარს, რისთვისაც იყენებენ წარმოსახვას,
ემოციებს, დაკვირვების უნარს, მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას და სწავლის პროცესში
მიღებულ ცოდნას.
2.
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები
სწავლობენ ხელოვნების ნაწარმოების გაგებას და შეფასებას, მის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას,
ეჩვევიან საკუთარი ჩანაფიქრის ნათელ და მკაფიო განმარტებას და სხვისი აზრის გულისყურით
მოსმენას, ეუფლებიან კოლექტიური მუშაობის და მსჯელობის მეთოდებს.
3. ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები
ეცნობიან ქართული და მსოფლიო, ძველი და ახალი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და ხალხური
შემოქმედების ზოგიერთ დარგებს, არკვევენ მათ შინაარსსა და დანიშნულებას, აკავშირებენ
მათ ყოველდღიურ რეალობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან; ეცნობიან მათი შექმნისა და
შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და სხვა კონტექსტებს.
შეფასება
შეფასების კომპონენტები
საშინაო
და საკლასო დავალებათა კომპონენტები
საშინაო დავალებები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი დავალებების მიხედვით:
მასალის მოძიება, რეფერატი, პრაქტიკული სამუშაო.
მიმდინარე საკლასო დავალებები
მოიცავს შემდეგი ტიპის
აქტივობებს:
1. კონკრეტული
პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ან ნამუშევრის შექმნა გარკვეულ თემაზე, რაც შეიძლება
შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
·
ორგანიზებულობა
(სისტემურობა, დროის ლიმიტის დაცვა, საჭირო მასალის, აღჭურვილობის ქონა);
·
ტექნიკის, მასალის ფლობა;
·
შემოქმედებითობა (გადაწყვეტილების დამოუკიდებლად
მიღება, საკუთარი ხელწერის, ხედვის, დემონსტრირება);
·
თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს.
2. საკუთარი და სხვისი ნამუშევრების განხილვაში მონაწილეობა;
3. გარკვეული ეპოქის, შემოქმედის ან ხელოვნების ნიმუშის
ანალიზში ან მის ირგვლივ მსჯელობაში მონაწილეობა, რაც შეიძლება შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების
მიხედვით:
- აქტიური მონაწილეობა;
- საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოჩენა;
- სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.
4. საკუთარი და
სხვების ნამუშევრების პრეზენტაცია (აუდიტორიისთვის წარდგენა), რაც შეიძლება შეფასდეს
შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, აუდიტორიასთან კონტაქტი;
- თვალსაჩინოებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება;
- კითხვებზე ადექვატური პასუხის გაცემა.
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების
კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს.
ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი)
შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას
მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების
წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს სახვით და გამოყენებით
ხელოვნებაში სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ
დავალებათა ტიპები:
სტანდარტის
მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების
გამოყენება. სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
საკონტროლო/გამოცდა/ტესტირება/მაშტაბური ნამუშევარი/ გამოფენა/მოხსენება-რეფერატი
(გარკვეული ეპოქის, შემოქმედის შესახებ).
პროექტები
პროექტის სავარაუდო თემები:
ექსპოზიციის, ტელეგადაცემის, რადიოგადაცემის, სპექტაკლის მომზადება; გაზეთის,
ჟურნალის, წიგნის მაკეტის დამზადება; სკვერის კეთილმოწყობა, სკოლის, საკლასო ოთახის,
ინტერიერის დიზაინის შექმნა და სხვა.
პროექტის შესრულების დროს ფასდება შემდეგი აქტივობები:
პროექტის იდეის განსაზღვრა, პროექტის დაგეგმვა, ფუნქციების განაწილება; ორგანიზება,
ფინანსური გათვლა, სპონსორის მოძიება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მასალით მომარაგება,
მუსიკალური გაფორმება, რეჟისურა, სცენოგრაფია, მხატვრობა, დიზაინი: კოსტიუმი, დეკორაცია, გრიმი; რესურსის შექმნა, წარმოდგენაში მონაწილეობა
(მსახიობი, წამყვანი, გამნათებელი და ა.შ.), წარდგენა და სხვა.
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა,
საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები.
|
N
|
კომპონენტები
|
|
|
1.
|
საგნის მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი/591222630/manana.mamaiashvili@gmail.com
|
|
2.
|
სასწავლო საგნის დასახელება
|
სპორტი
|
|
3.
|
სწავლების კლასი
|
III
კლასი
|
|
4.
|
სასწავლო საგნის სტატუსი
|
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგანი (სავალდებულო)
|
|
5.
|
სასწავლო კურსის სწავლების ხანგრძლივობა
|
სასწავლო წლის განმავლობაში
|
|
6.
|
საათების რაოდენობა
|
32
|
|
7.
|
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
|
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ზოგად ფიზიკურ მომზადებას და იმ საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც დაეხმარება მათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში საბაზო და საშუალო საფეხურზე.
მიზნები და ამოცანები:
·
ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა და მისი დაცვა;
·
დამოუკიდებელი
მოტორული ქმედებების სტიმულირება და ფორმირება;
·
მარტივი ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის ათვისება;
·
ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსების
შესწავლა და გამოყენება;
·
სწორი
მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
სკოლის
დაწყებით საფეხურზე მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებლობას. ამისათვის საჭიროა მან
იცოდეს:
·
ამა თუ იმ ვარჯიშის ან მოძრაობის პრაქტიკული მნიშვნელობა და ფიზიკური განვითარებისათვის მისი აუცილებლობა. გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ მოცემული ვარჯიში მნიშვნელოვანია. მაგ., თუ საუბარია მოქნილობაზე, უნდა ვისაუბროთ მოქნილობის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, ე.ი. წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ამა თუ იმ ვარჯიშის მნიშვნელობის გააზრებული მოტივაცია, დაწყებული მარტივი მოძრაობის შესწავლით და დამთავრებული ცხოვრების ჯანსაღი წესით.
·
მოძრაობის
(მოქმედების)
დანიშნულება. მაგ., თუ საუბარია მოქნილობაზე ან სისწრაფეზე, მოსწავლემ უნდა შეძლოს ვარჯიშების კომპლექსებში გარკვეული კანონზომიერების დანახვა და დამოუკიდებლად შესრულება, ან არსებულის გართულება.
·
ვარჯიშების შესრულების რიგითობის დაცვა გაკვეთილზე. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არის ზოგადგანმავითარებელი და სპეციალური ვარჯიშები აუცილებელი და რატომ უნდა ტარდებოდეს ისინი გაკვეთილის დასაწყისში. მოსწავლეები უნდა ხვდებოდნენ, რომ სივრცეში ორიენტაციის გასავითარებელი ვარჯიში (მაგ. დაბრკოლებებს შორის სირბილი) წინ უნდა უსწრებდეს, ვთქვათ, კალათბურთის თამაშს, ადგილზე სირბილი - მოძრავ თამაშებს და ა.შ.
|
|
8.
|
სასწავლო კურსის მიზნები და ამოცანები
|
სპორტის სწავლების მიზანია:
·
ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ
გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას;
·
გააცნობიერებინოს მას ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა
ადამიანის ცხოვრებაში;
·
გამოუმუშავოს მას ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევები,
როგორებიცაა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა, კონსტრუქციული
თანამშრომლობა, შემწყნარებლობა და სხვ.
|
|
|
|
|
|
10.
|
საგნის მნიშვნელობა
|
სპორტი
და
ფიზიკური
განათლება
აუცილებელი
პირობაა
პიროვნების
ჰარმონიული
განვითარებისთვის,
რაც
დაწყებითი
და
საბაზო
განათლების
ძირითად
მიზანს
წარმოადგენს.
მოზარდს
დაწყებითი
კლასებიდანვე
უნდა
ჩავუნერგოთ
ფიზიკური
აქტივობის
აუცილებლობის
შეგნება.
მან
უნდა
გააცნობიეროს,
რომ
ჯანმრთელობა
ნიშნავს
არა
რომელიმე
დაავადების
არქონას,
არამედ
ამ
დაავადების
თავიდან
აცილებას,
რაც
ჯანსაღი
ცხოვრების
წესის
დაცვით
არის
შესაძლებელი.
მას
უნდა
ესმოდეს,
რომ
ფიზიკური
აქტივობა
სიცოცხლის
გახანგრძლივების, სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია.
სპორტი
და
ფიზიკური
განათლების
საგნის
სწავლების
გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის, განმტკიცებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების
გამომუშავებას. ესენია: სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, ინდივიდუალური
და
გუნდური
თვითგამოხატვა,
ურთიერთდახმარება,
შინაგანი
დისციპლინა,
ერთობლივი
აქტივობების
დაგეგმვა,
პასუხისმგებლობის
განაწილება
და
ლიდერობა,
არაძალადობრივი
ურთიერთქმედება,
კოლეგიალობა,
ურთიერთგაგება.
ნარკოტიკების
მოხმარების
პრევენციის
თვალსაზრისით, სპორტული
თამაშები
გულისხმობს
შემდეგი
უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას:
მიღწევის
მოთხოვნილების
დაკმაყოფილება,
წაგების
ღირსეულად
მიღება,
ჯანსაღი
ცხოვრების
წესის,
როგორც
ფასეულობის, აღქმა
და
ცხოვრებაში
დანერგვა, საკუთარი
ძალებით
სიამოვნების
მიღება,
საკუთარი
თავის
პოვნა
და
თვითდამკვიდრება,
ჯანსაღ
გუნდთან
(თანატოლთა
წრესთან)
იდენტობის
განცდა და
ა.შ.
|
|
11.
|
საგნის შესწავლის აუცილებელი საბაზისო
კომპეტენციები
|
I-VI კლასებში
წარმოუდგენელია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობის განვითარება, თუ
სწავლების პროცესს აკლია ემოციურობა. ამიტომ, გაკვეთილზე უპირატესობა თამაშებსა და
ჯგუფებს შორის შეჯიბრებებს უნდა დაეთმოს. ხალისიანი შეჯიბრება, თუნდაც მარტივი წახალისების
თანხლებით, კარგი სტიმულია ყველა მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასაბმელად.
სასწავლო მუშაობა
მიმართული უნდა იყოს მათი ფიზიკური მაჩვენებლებისა და ჯანმრთელობის
გაუმჯობესებისაკენ.
მოსწავლეს, რომელმაც გაიარა ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამა, უნდა შეეძლოს
გამომუშავებული მოტორული უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად გამოყენება.
თამაშის, როგორც ერთ-ერთი
პედაგოგიური მეთოდის, გამოყენებით სწავლა უფრო სახალისო და მოტივაციური
ხდება. V-VI
კლასებში მხიარული თამაშები აუმჯობესებს
მოსწავლეთა მოძრაობით ჩვევებს,
ამაღლებს მათ მიერ სიტუაციის გაანალიზების უნარს, უვითარებს
ფანტაზიას, დროისა და სივრცის შეგრძნებას.
|




No comments:
Post a Comment