ქ.რუსთავის 22-ე საჯარო
სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის
მანანა მამაიაშვილის
ბოლო 5 წლის რეზიუმე
მასწავლებლის თვითგანვითარებაზე ზრუნვა თანამედროვე
განათლების უპირველესი გამოწვევაა.ნამდვილი მასწავლებელი არასდროს წყვეტს შემოქმედებით
ძიებას და ყოველთვის თანამედროვეა.მეც დიდი
ინტერესი გამიჩნდა ავყოლოდი ახალ გამოწვევებს და ამოტომ მათ დღემდე ხალისით
ვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ვფიქრობ,ბოლო 5 წლის (2010-2014წწ.) პედაგოგიური
მუშაობა ბავშვებთან,მშობლებთან და კოლეგებთან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
განვლილი ტრენინგებიდან,რაც ჩემთვის მისაღები და
საინტერესო იყო,აქტიურად ვიყენებდი პრაქტიკაში.2010 წლიდან დღემდე ვინტერესდებოდი სწავლების
არატრადიციული ფორმებით,ელექტრო რესურსებით,თანამშრომელთა გამოცდილებით.
2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადების
დროს გავეცანი ბევრი უცხოელი მეცნიერის ნაშრომს,რამაც
კიდევ ერთი საფეხურით აამაღლა ჩემი პედაგოგიური ცნობიერება.გამოცდების ჩაბარების შემდგომ,მომენიჭა
დაწყებითი საფეხურის(I-IV) მასწავლებლობის,ხოლო
2013 წელს-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის უფლება.
2013 წელს
ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.ყოველ წელს ვადგენ ინდივიდუალურ
სამუშაო გეგმას და ვცდილობ ზედმიწევნით,პასუხისმგებლობით შევასრულო თითოეული პუნქტი.
გავიარე ბევრი საინტერესო ტრენინგი.მიღებულ ცოდნას,სიახლეებს
ვიყენებ გავეთილების მომზადება-ჩატარებისას,მშობლებთან,კოლეგებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას.
2013 წლიდან ვაწარმოებ პორტფოლიოს,რომელიც ასახავს
ჩემს პროფესიულ საქმიანობას.ასევე თითოეული მოსწავლეს აქვს პორტფოლიო,რომელშიც მოთავსებულია
მთელი წლის მანძილზე დაგროვილი ნამუშევრები.
2014 წელს შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო: განვაახლე
ბლოგი,რომელშიც მოვათავსე ჩემი CV,სერთიფიკატები,ჩემი მუშაობის ნიმუშები,მიღწევები,სხვადასხვა
ღონისძიების ფოტოები და სხვ.
ამ წლების მანძილზე ჩატარებული მაქვს ღია გაკვეთილები,ღონისძიებები,პროექტები,რომლებზედაც
მესწრებოდნენ მასწავლებლები,მშობლები.ჩატარებული გაკვეთილები იწვევდნენ დადებით შეფასებას.
იმედი მაქვს,დირექციის თანადგომით,კოლეგებთან,
მშობლებთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობით შემდეგი წლები უფრო წარმატებული იქნება.ჩემი
წარმატება კი სკოლის წარმატებაა.




No comments:
Post a Comment