გაკვეთილის
ჩატარების დრო
|
07.05.2013
|
სკოლა
|
ქ.რუსთავი,22-ე საჯარო სკოლა
|
კლასი
|
Iა კლასი
|
მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი
|
საგანი
|
ქართული ენა
|
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
წელიწადის დროები(ინტეგრირებული გაკვეთილი--ქართული ენა,მათემატიკა,ბუნება,მუსიკა,ხელოვნება.)
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
26 მოსწავლე( განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების
მქონე
მოსწავლე
არ
არის.)
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს წელიწადის დროების შესახებ,ასევე
შეეძლება სეზონების დამახასიათებელი თვისებების ამოცნობა,თუ რომელი სეზონისათვის
როგორი ამინდია დამახასიათებელი.მოსწავლეებს განუვითარდებათ შემდეგი
უნარები:დაკვირვება, კვლევა–ძიება,აზრის
დამოუკიდებლად
გამოთქმა,განუვითარდებათ ინდივიდუალური
მუშაობის
უნარი
აპლიკაციაზე მუშაობის დროს. |
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
მოსწავლე დააკვირდება გარემოს,იმსჯელებს,გააკეთებს
ანალიზს,ჩამოთვლის სეზონებსა და თვეებს,სეზონებს დაუკავშირებს თვეებს,აღწერს ამინდის
კომპონენტებს, გამოხატვს განწყობას სეზონის მიხედვით,დააკვირდება როგორც
ადამიანის საქმიანობას ,ასევე მის ჩაცმულობას.მოსწავლეები შეძლებენ სეზონების
შესაბამისად
თვეების
ჩამოთვლას,წელიწადის
დროებსა
და
ამინდს
შორის
კავშირის
დადგენას,სეზონის
ამსახველი
აპლიკაციის შექმნას. ქართ I.1; I.2; I.3 I.4. |
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა
იციან სეზონისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები,არჩევენ ფერებს,სივრცულ
ფიგურებს,არკვევენ სიმბოლიკებს.იციან ბუკთან მუშაობა.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
მოსწავლეები
შეფასდებიან
შემდეგი
კრიტერიუმებით
:მასწავლებლის
დაკვირვება
მოსწავლეთა
აქტივობასა
და
ქცევაზე,დაკვირვება
მუშაობის
პროცესზე.განმავითარებელი
კომენტარი.მსჯელობის
უნარი,ბუკის
ფლობა,შემოქმედებითობა ,ჩართულობა. |
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, ქაღალდები ,დაფა,ცარცი,ფერადი
ბარათები , ისტ-ი.
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება, პოზიტიური განწყობის შექმნა. გაკვეთილის მიზნების, შეფასებისა და კრიტერიუმების გაცნობა. /3 წთ/.
აქტივობა 1 _ სამოტივაციო კითხვები _ 2 წთ.
როგორი
განწყობა
გაქვთ
დღეს?(ფანქრის ფერების გამოყენებით და ამინდის
მიხედვით აფიქსირებენ თავიანთ განწყობას)აქტივობა 2 -ასახელებენ სეზონებს და მათთან დაკავშირებულ თვეებს,რომლის მიხედვითაც წერენ გამოსახულებას 3+3+3+3=12 ; ოთხი წერტილის შეერთებით ასახელებენ მიღებულ ფიგურას;გეომეტრიული ფიგურების ფერებს უკავშირებენ წელიწადის დროებს. 5 წთ აქტივობა 3-მოსწავლეებს კომპიუტერისა და პროგრამა powerpoint-ის საშუალებით ვაჩვენებ პრეზენტაციას თემაზე „წელიწადის დროები“.ვაცნობ იტალიელ მუსიკოსს ანტონიო ვივალდის და მის ნაწარმოებს ,,წელიწადის დრონი”,რომელიც სეზონის შესაბამის სლაიდს თან ახლავს. მოსწავლეები ამოიცნობენ წელიწადის დროებს,საუბრობენ ბუნების ცვალებადობაზე ,სეზონურ სამუშაოებზე,ფრინველებზე,ცხოველებზე,დღესასწაულებზე და ა.შ.(20წუთი) ვუკითხავ ფრაზებს და უნდა გამოიცნონ შესაბამისი წელიწადის დრო. 8 წთ წუთშესვენება-ცეკვა-ვარჯიში მუსიკის თანხლებით. 1წთ აქტივობა 4-ბუკებში ვუგზავნი სავარჯიშოს,რომელშიც წელიწადის დროებს უნდა მიუსადაგონ შესაბამისი თვეები. 4წთ აქტივობა 5-ვურიგებ კონვერტებს აპლიკაციაზე მუშაობისთვის,რომელშიც წინასწარ გამზადებული მასალაა წელიწადის ოთხივე დროზე. 10 წთ მოსწავლეები შევაფასე ინდივიდუალურად- მათი აქტიურობისა და ჩართულობის მიხედვით . 1 წთ საშინაო დავალება: დამიხატონ მათთვის სასურველი წელიწადის დრო. 1წთ |
გამოყენებული
ლიტერატურა და წყაროები:
1. ქართული ენა ,I კლასი.ავტორები:
ვ. როდონაია, მ.მირიანაშვილი, ლ. ვაშაკიძე.გამომცემლობა -
,, საქართველოს მაცნე”.2011წელი
2.მასწავლებლის
წიგნი, I კლასი.ავტორები:მ.მირიანაშვილი, ქ. თოფაძე, ლ. ვაშაკიძე.გამომცემლობა -
,, საქართველოს მაცნე”.
3. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წ.წ.
ტექნიკა: კომპიუტერი-საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint
გაკვეთილის
ჩატარების დრო
|
1 2 .10.2013
|
სკოლა
|
ქ.რუსთავი,22-ე საჯარო სკოლა
|
კლასი
|
IIა კლასი
|
მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი
|
საგანი
|
მათემატიკა
|
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
გეომეტრიული ფიგურები (ინტეგრირებული გაკვეთილი-ბუნება,ხელოვნება.)
|
სწავლების
საფეხური
|
II კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
26 მოსწავლე( განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების
მქონე
მოსწავლე
არ
არის.)
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებს შეეძლებათ გეომეტრიული ფიგურის
ამოცნობა და მისი აღწერა,ფიგურის კონსტრუირება,ფიგურათა ურთიერთგანლაგების
აღწერა.მარტივი კანონზომიერების ამოცნობა.
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობისა და აღწერის
უნარის განვითარება,მათი შედარება,დაჯგუფება,ობიექტთა ურთიერთგანლაგება.მათ.II.1;
II.2; II.3; II.8; II.9; II.10.
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეები
ცნობენ მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს,ფერებს,ანგარიშობენ
100-ის ფარგლებში.
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა თვითშეფასება:
ხუთფურცლიან ყვავილზე (რომლის შეფასების
კრიტერიუმები ცნობილია მათთვის) იმდენ
ფურცელიან ყვავილს აფერადებენ, რამდენსაც
თვლიან, რომ დაიმსახურეს.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, ქაღალდები ,დაფა,
ცარცი,
ფერადი
ბარათები , ისტ:
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება, პოზიტიური განწყობის შექმნა. გაკვეთილის მიზნების, შეფასებისა და კრიტერიუმების გაცნობა. /3 წთ/.
აქტივობა 1 _ გეომეტრიულ
ფიგურებში მოცემული გამოსახულებების მნიშვნელობის პოვნით,ბავშვები ააწყობენ
გაკვეთილის თემის სახელწოდებას. 8 წთ.
აქტივობა 2- შეაერთებენ
დაფაზე მოცემულ წერტილებს და ისაუბრებენ მიღებულ გეომეტრიულ ფიგურებზე.3 წთ.
აქტივობა 3-,,გამოიცანი
ფიგურა”- დავასახელებ გეომეტრიულ ფიგურას და მოსწავლეებმა ფიგურათა გროვიდან
(ყველას აქვს მაგიდაზე)უნდა მაჩვენონ ხელის მაღლა აწევით.ასახელებენ დაფაზე
დახატულ საგნებს და ხაზებით აერთებენ
შესაბამის გეომეტრიულ ფიგურებთან.4 წთ.
წუთშესვენება-კრავენ წრეს და ითვლიან 5-დან
100-მდე ხუთის მიმატებით. 2წთ.
აქტივობა 4-
ვმუშაობთ ბუკში - ათვალიერებენ
სლაიდებს, ასახელებენ და ახასიათებენ ფიგურებს,საზღვრის შიგა და გარე
წერტილებს,აწყობენ თოვლის პაპას გაფანტული გეომეტრიული ფიგურებით. 10წთ.
აქტივობა 5- ვურიგებ კონვერტებს
აპლიკაციაზე მუშაობისთვის,რომელშიც წინასწარ გამზადებული მასალაა მოთავსებული. აწყობენ
მანქანას ,წიწილას, პეპელას ,კოსმოსურ ხომალდს,თევზსა და ნაძვის ხეს. 12 წთ.
თვითშეფასებისთვის
აფერადებენ ყვავილის ფურცლებს და წევენ ხელს მაღლა. საშინაო დავალება: გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დამიხატონ ,,ჩემი ოცნების სახლი”. 3წთ.
|
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
1.მათემატიკა, II კლასის სახელმძღვანელო. ავტორები : გ. გოგიშვილი,
თ. ვეფხვაძე,
ია
მებონია,
ლ.ქურჩიშვილი
.გამომცემლობა ,,ინტელექტი”, 2011 წელი
2.მასწავლებლის
წიგნი, II კლასი,ავტორები : გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ია მებონია, ლ.ქურჩიშვილი .გამომცემლობა
,,ინტელექტი”, 2011 წელი
3.ეროვნული
სასწავლო
გეგმა
2011-2016
წ.წ
ტექნიკა: კომპიუტერი-საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint
გაკვეთილის ჩატარების დრო
|
06.11.2014
|
სკოლა
|
ქ.რუსთავი,22-ე საჯარო სკოლა
|
კლასი
|
IIIა კლასი
|
მასწავლებელი
|
მანანა მამაიაშვილი
|
საგანი
|
ქართული ენა,ხელოვნება
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ვენახი (ხალხური)
|
მოსწავლეთა პროფილი
|
27 მოსწავლე( განსაკუთრებული მიდგომის საჭიროებისმქონე მოსწავლე არ არის.)
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად გაკვეთილის მომზადებას, ისაუბრებს ვენახის მოვლა-პატრონობაზე, მასთან დაკავშირებულ
საქმიანობაზე,ასევე შეეძლება ყურძნის ჯიშების დასახელება,მისგან დამზადებული
პროდუქტების ამოცნობა,მოსწავლეებს განუვითარდებათ შემდეგი უნარები:დაკვირვება, კვლევა–ძიება,აზრის დამოუკიდებლად გამოთქმა,განუვითარდებათ ინდივიდუალური მუშაობის უნარი აპლიკაციაზე მუშაობის დროს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს იგავური ტექსტის წაკითხვა და
გაგება.ორი ტექსტის(ვიდეო-გაკვეთილის) დაკავშირება ერთმანეთთან.საუბარი ტექსტის
საერთო და განმასხვავებელ შინაარსზე.ზმნის გამოყოფა მეტყველების
ნაწილებისაგან.ზეპირი ენობრივი გამოცდილების გადატანა წერაში.გეგმის მიხედვით
თხზულების დაწერა. ქ.III.2,3,4,7,8,9,10,11.
ს.გ.III.1. ს.გ.III.2. ს.გ.III.3. ს.გ.III.4. ს.გ.III.5. ს.გ.III.6.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები,სეზონისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები,საუბრობენ შემოდგომასა და რთველზე,ცნობენ და ასახელებენ
ყურძნის პროდუქტებს,იციან ბუკთან მუშაობა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე,დაკვირვება მუშაობის პროცესზე,როგორ პასუხობენ
კითხვებს ტექსტის მიხედვით.ასევე შეფასდებიან განმავითარებელი კომენტარით,მსჯელობის უნარით,ბუკის ფლობით,შემოქმედებითა და ჩართულობით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, ქაღალდები ,დაფა,ფერადი ბარათები,ვაზის ფოთლები,პასტელები,ფორმატი,მოჭრილი
ვაზის ძირი , ბუკი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება, პოზიტიური განწყობის შექმნა. გაკვეთილის მიზნების, შეფასებისა და კრიტერიუმების გაცნობა. 1 წთ.
აქტივობა 1 _ სამოტივაციო კითხვები _ 3 წთ.
როგორი განწყობა გაქვთ დღეს?(ფანქრის ფერების გამოყენებით და ამინდის მიხედვით აფიქსირებენ თავიანთ განწყობას)
აქტივობა 2 -ასახელებენ სეზონებს.შემოდგომის თვეებს,სოფლად გამართულ სამუშაოებს. 3 წთ
აქტივობა 3-მოსწავლეებს წინა დღეს გადავუგზავნი მოთხრობის
,,ვენახი“ ელექტრონულ წიგნს,უცხო სიტყვებს, ვიდეოს და ვიდეო-მასალიდან
კითხვებს,რომელსაც გამოვკითხავ მეორე
დღეს.5 წთ
აქტივობა 4-ბუკებში იმუშავებენ
ტესტზე,ვნსხავთ ტესტის სტატისტიკას.შემდეგ გავუგზავნი ფურცელს,რომელშიც ზმნებს
უნდა მიუსადაგებენ სურათებს.15წთ
აქტივობა 5-ბუკში ასევე შეასრულებენ სავარჯიშოს:ვენახის
მოვლის ციკლში ჩასვამენ გამოტოვებულ სიტყვას.5წთ
აქტივობა 6-აპლიკაციაზე მუშაობისთვის დავურიგებ ვაზის ფოთლებს და თაბახის ფურცლებს,რომელებზეც პასტელს გადაუსვამენ,შემდედ გამოჭრიან და მიაკრავენ
გამზადებულ ვაზზე. 10 წთ
მოსწავლეებს შევაფასებ ინდივიდუალურად- მათი აქტიურობისა და ჩართულობის მიხედვით . მივცემ
საშინაო დავალებას: გეგმის მიხედვით დაწერონ გაკვეთილის შინაარსი.3წთ
|