Social Icons

პროექტები

პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი: ,,გვიყვარდეს წიგნი!“
2.პროექტის ავტორი და შემსრულებლები: ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის      მასწავლებელი  მანანა  მამაიაშვილი ,  IIა  კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
3.პროექტის მიზანი:მოსწავლეებს გაუღვივდეთ წიგნისადმი ინტერესი,გამოუმუშავდეთ მასთან მუშაობის წესები,გააუმჯობესონ გამართული კითხვის ტექნიკა,გაიმდიდრონ ლექსიკა,შეაგროვონ და გაცვალონ ინფორმაცია. 
4. პროექტის აღწერა :
   წიგნს დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში.წიგნის საშუალებით ეცნობა ბავშვი სამყაროს,შეიცნობს სიკეთეს და სიბოროტეს,სიძულვილს და მეგობრობას.როგორც ვიცით,კითხვა აყალიბებს ბავშვის მორალურ ფასეულობებს.სწორედ საბავშვო მწერლების ნაწარმოების სიყვარულის ჩანერგვით,ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს შეიცნონ სამყარო და საკუთარი თავი მასში.ამიტომ დაწყებით განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოზარდის შემდგომი განვითარებისა და წიგნიერ ადამიანად ჩამოყალიბებისათვის.განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანიც ხომ სწორედ ეს გახლავთ!
   დამეთანხმებით,დღეს სამეტყველო ენა ძალიან გამარტივებული და გაღარიბებულია.მოსწავლეს უჭირს მხატვრული ლიტერატურისდა პოეზიის გაგება.კომპიუტერ და ტელევიზორს ბავშვის მთელი თავისუფალი დრო უჭირავს. არ უნდა კითხვა. სწავლობს გაკვეთილებს, მაგრამ არ აქვს სურვილი გამოვიდეს სკოლის სახელმძღვანელოების ინფორმაციული ჩარჩოებიდან. ამის შედეგად მას არ უგროვდება სიტყვათა მარაგი, უჭირს თავისუფალი საუბარი, შემოქმედებითი აზროვნება.  
     ადრეულ ასაკში წიგნისადმი ინტერესის გაჩენასა და კითხვის ყოველდღიურ  ჩვევად ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ოჯახი ასრულებს. ყველაზე საუკეთესო საშუალება, შევაყვაროთ ბავშვს წიგნი და კითხვა - საკუთარი მაგალითია. თუ მშობლები მუდმივად კითხულობენ წიგნებს, ეს ადრეული ასაკიდან ბავშვისათვის ძლიერ მოტივაციას წარმოადგენს.
    არანაკლები მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.პრობლემის დასაძლევად შემუშავებულია კითხვის მიმართ დაინტერესების მრავალი მეთოდი.თუ მასწავლებელი ამ პრობლემაზე იმუშავებს, ბავშვის წიგნთან ურთიერთობა მოგვარდება. ჩვენი პროექტიც სწორედ ამას ემსახურება.
       პროექტის მონაწილეებთან ხშირად გვექნება საუბარი აღნიშნულ პრობლემაზე.ერთად დავსახავთ გეგმებს,საბავშვო სპექტაკლებზე დასწრების შემდგომ,მოვიძიებთ  შესაბამის ლიტერატურას,რომელშიც თავად მონახავენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე. ეს მეთოდიც ეფექტური იქნება კითხვის სურვილის გაღვიძებისა და წიგნის შეყვარების კუთხით.პრობლემის დანახვის მიზნით მოვაწყობთ კონკურსს კითხვაში .დაასახელებენ საუკეთესო მკითხველს.კვირაში ერთ დღეს გამოვყოფთ,სადაც ბავშვები წაიკითხავენ ჩანაწერს,თუ რა მოთხრობა წაიკითხეს,დააფიქსირებენ ავტორს,პერსონაჟებს, რა მოეწონათ,რა არ მოეწონათ.ამ დროს შესაძლოა სხვებმაც გამოთქვან სურვილი ამ ნაწარმოების წაკითხვისა.წლის ბოლოსთვის კი დაგროვდება საკმაოდ დიდი მასალა.პერიოდულად მოვაწყობთ თეატრალიზებულ ღონისძიებას წაკითხული ნაწარმოებებიდან.გამოვიყენებ როლურ თამაშებს. ასევე შექმნიან საკლასო ბიბლიოთეკას,საიდანაც სისტემატურად მოხდება წიგნების გატანა და კითხვა.გარდა ამისა,ეწვევიან ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკას და გაწევრიანდებიან.შედგება სამუშაო ჯგუფები,რომლებიც მოამზადებენ კითხვებს ინტერვიუსათვის უფროს თაობასა და თანატოლებს შორის- კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.მოხდება ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, მოაწყობენ აქციას–,,იკითხე ბევრი!“გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდს.


5.  მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი(IIკლ.)

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე




მარტი
(14.03.14)
.დისკუსია
.მოსწავლეების მონაწილეობა საკლასო რესურსების მოძიებაში.
.ბავშვების მიერ საკლასო
ბიბლიოთეკის წიგნების სისტემატური      კითხვა.
  .წიგნის შექმნა საყვარელი ნაწარმოების მიხედვით;
 .პრეზენტაცია
.როლური თამაშები


.პროექტში აქტიურად მონაწილეობს

.ეხმარება სახლში შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნაში;
.ეხმარება 
საკლასო ბიბლიოთეკის შექმნაში;
.წიგნის შექმნა
.ვეხმარები საკლასო რესურსების მოძიებაში;


.პრეზენტაციის
მოწყობა

.როლური
თამაშები
აპრილი
(14.04.14)
დისკუსია
.ინტერვიუს აღება მშობლებსა და თანატოლებს შორის -კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.
.ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი
.კონკურსი  ,,საუკეთესო მკითხველი
.აქციის მოწყობა  ,,იკითხე ბევრი!“
.სტუმრად ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკაში;
. ბუკლეტების დარიგება
.პროექტის პრეზენტაცია;
.ბუკლეტების დარიგება
.პროექტის ამსახველი სტენდის გაკეთება.



ინტერვიუს
აღება მშობლებთან;





საბავშვო ბიბლიოთეკაში გაწევრიანება


როლური
თამაშები




კონკურსის მოწყობა





ბიბლიოთეკაში სტუმრობა
პროექტის

ბუკლეტების დამზადება

 პრეზენტაციის
მოწყობა





7.რესურსები:ქაღალდი,კალამი,ფლომასტერები,ფორმატი,ფოტოაპარატი,
ბუკი,ბუკლეტები,მხატვრული ტექსტები,ელექტრონული რესურსები.

8. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

  •    დისკუსიები;
  •    მოსწავლეების მონაწილეობა საკლასო რესურსების მოძიებაში;
  •    ბავშვების მიერ საკლასო ბიბლიოთეკის წიგნების სისტემატური      კითხვა,წაკითხულის გააზრების შეფასება;
  •   როლური თამაშები;
  •   წიგნის შექმნა საყვარელი ნაწარმოების მიხედვით;
  •  პრეზენტაცია;
  •  ინტერვიუს აღება მშობლებსა და თანატოლებს შორის -კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;.
  •   კონკურსი- ,,საუკეთესო მკითხველი”
  •   აქციის მოწყობა–,,იკითხე ბევრი!“
  •   სტუმრად ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკაში;
  •   პროექტის პრეზენტაცია;
  •  
    ბუკლეტების დამზადება აქციისათვის;
  • პროექტის ამსახველი სტენდის გაკეთება.

9. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

  • პროექტის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდებათ სასწავლო მოტივაცია. გაუუმჯობესდებათ დამოუკიდებლად კითხვის უნარ-ჩვევები. დაინტერესდებიან კლასგარეშე ლიტერატურით.
  • გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
  •  გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს.
  •  გამოუმუშავდებათ სხვებისთვის აზრის გაზიარების,ურთიერთთანამშრომლობის, შეფასებისა და ანალიზის, დისკუსიის უნარი.
  •  მოეწყობა საკლასო ბიბლიოთეკა.
    • გამოიცემა ბუკლეტები.
    • შეიქმნება ფოტოალბომი, პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-მასალით.
    10.ფოტო-მასალა:

    ინტერვიუ პარალელური კლასის მოსწავლეებთან




     სტუმრად ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკაში ,,ნაკადული”




















    სტენდის გაფორმების პროცესი:
     











     საყვარელი ნაწარმოების მიხედვით შექმნილი წიგნები










      11. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების (მხატვრული ტექსტები,ინტერვიუების ჩანაწერები, აქცია,ბუკლეტები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში, საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე.

    12. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

    ართ.II.4მოსწავლეს შეუძლიაწერილობითი კოდის გაშიფრვა.
    ქართ.II.8–მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი/წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
    ქართ.II.9–მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.

    13. პროექტის ფასილიტატორი:  მანანა მამაიაშვილი
    14. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  manana.mamaiashvili@gmail.com
    15. პროექტის ვებ-ბლოგი:  manana-mamaiasvili@blogspot.com

    No comments:

    Post a Comment

     
    Blogger Templates